12 ივლისი, 2013
ელისაბედ II-ის ჩანთის საიდუმლო
მოთხოვნები, რომლებიც ამ აქსესუართან დაკავშირებით აქვს, მარტივია. ის არ იყენებს მხარზე გადასაკიდებელ ან ელვაშესაკრავიან ჩანთებს''. ელისაბედ II-ის ჩანთის საიდუმლო აქსესუარების მწარმოებელი ფირმის მფლობელმა გაამხილა. მისი აღიარებით, 67 წლის დედოფალი თავის ქალურ ჩანთებს იმისთვის იყენებს, რომ ''საიდუმლო'' სიგნალები მიაწოდოს სეფექალებს, ამა თუ იმ ოფიციალური ღონისძიების დატოვების სურვილის შესახებ.

თურმე, როცა მონარქი ჩანთას მაგიდაზე დებს, თავის წინ, ამით გამოხატავს სურვილს, ხუთ წუთში დატოვოს თავყრილობა, რომელზეც იმყოფება. ამას ამტკიცებს ბრიტანული სამეფო კარის ცხოვრების მცოდნე, ინგლისური კომპანია ''ლაუნერის'' მფლობელი და
კრეატიული დირექტორი ჯერალდ ბოდმერი. სწორედ მისი კომპანია ამარაგებს დედოფალს ჩანთებით. თანაც, თურმე დედოფალს ჩანთებს უმზადებენ სარკით, საფულით და სათვალის კოლოფითურთ.

''სადედოფლო ჩანთას ტრადიციული განყოფილებები აქვს, - ამბობს 80 წლის ბოდმერი, - ანდახან მისი უდიდებულესობა დიზაინში რაიმეს ცვლის. ჩანთას ან ცოტათი ვაგრძელებთ, ან შიდა ხავერდის დანამატებს აბრეშუმით ვცვლით. ჩანთა დედოფლის გარდერობის განუყოფელი ნაწილია. მოთხოვნები, რომლებიც ამ აქსესუართან დაკავშირებით აქვს, მარტივია. ის არ იყენებს მხარზე გადასაკიდებელ ან ელვაშესაკრავიან ჩანთებს''.
Rating
აღნიშნული კომპანიის მიერ დამზადებული ტყავის ჩანთები ელისაბედ დედოფალს, როგორც წესი, მარცხენა ხელზე აქვს გადაკიდებული. ჩანთა მისი საფირმო ატრიბუტია და როგორც აღმოჩნდა, მისთვის ''საიდუმლო სიგნალების'' გადასაცემი ''მოწყობილობაც'' ყოფილა.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS