05 მარტი, 2015
10 ფაქტი სექსზე, რომლებიც სკოლაში უნდა ისწავლებოდეს
სკოლა გვაძლევს ბაზისურ ცოდნას და გვამზადებს სირთულეებით დატვირთული ცხოვრებისთვის. მათემატიკურ ანგარიშს ყოველდღიურობაში ვიყენებთ მგზავრობისას, პროდუქტის შეძენისას, სესხების დაფარვისას. ქიმიასა და ფიზიკას ვიშველიებთ საოჯახო პრობლემების მოგვარებისას, ლიტერატურა კი გვეხმარება გადაწყვეტილებების მიღებასა და ადამიანების ამოცნობაში...

მუდმივი კამათის თემაა უნდა ისწავლებოდეს თუ არა საგანი სექსოლოგია სკოლაში. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მოზარდები თავად იპოვიან პასუხებს თავიანთ შეკითხვებზე.

თუმცა ექიმები ამტიცებენ, რომ უსაფრთხო სექსისთვისა და მოგვიანებით ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სწორი სექსულური განათლების გავრცელება. ამ სტატიაში წაიკითხავთ ათ ფაქტს, რომლებსაც სასურველია
ბავშვები სკოლაში გაეცნონ.

1.
პრეზერვატივის გამოყენება დამოკიდებული არ არის ასაკზე, ის საჭიროა ყველასთვის!

2. თავდაცვის ტაბლეტები ერთადერთი გამოსავალი არ არის, არსებობს მრავალი სხვა საშუალებაც.

3. სექსუალურ ფანტაზიებში თავისუფალი ხართ. სექსზე იფიქრებთ სადაც გინდათ და როგორც გინდათ. ეს სამარცხვინო არ არის. ინტიმური მუხტების დაჭერა მთელ გარესამყაროშია შესაძლებელი.

4. კეგელის ვარჯიშები თქვენს ვაგინას ,,აბედნიერებს."

5. ციკლის დღეებშიც შეგიძლიათ დაკავდეთ სექსით.

6. თუ კაცები ერექციას განიცდიან, ქალებს ვაგინა უსველდებათ.

7. ანალური სექსი ბუასილს აჩენს და ორმაგად ზრდის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით დაინფიცირების შანსს.

8. არსებობს მასტურბაცია, საკუთარი თავისთვის სიამოვნების მინიჭების საშუალება, იგი არ ვნებს ჯანმრთელობას.

9.
წყვილი იშვიათად ათავებს ერთად, ან ერთი აგვიანებს ან მეორე, ეს არ არის პრობლემა.

10. საკვერცხეების/სათესლეების გაციებას სერიოზული პრობლემები სდევს თან. მათ შორის, უშვილობაც.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ლევანი
სკოლაში რელიგია უნდა ისწავლებოდეს !!! გარყვნილებას ცხოვრების წესად უნერგავთ ბავშვებს ? ყველაფერი უარყოფითი დასავლეთიდან რატომ შემოგვაქვს ნაბიჭვრებო ?
18:41 / 04-07-2017
გამოხმაურება / 0 /
ევა
რაც აქ წერია გარყვნილებაა და მეტი არაფერი.არ არის საჭირო ბავშვების გასულელება.
15:54 / 06-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მისტერ
მიდით მიდით ასწალეთ კაცო მიაწექით, ბევრი შვილების ყოლა და ერის გამრავლება კი არ ასწავლოთ, რამდენი როგორ სად და რითი ისექსაონ ეგ ასწავლეთ:-)
00:16 / 10-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თამო
და რა არის აქ ასე გასაოცარი ვერ გავიგე. ელემენტარული სექსუალური განათლება მოზარდს ნამდვილად უნდა ქონდეს. და ეს ჩვენ, მშობლებმა უნდა ავუხსნათ ან სკოლამ. თუ არადა სხვანაირად გაიგებენ, ანუ ტელევიზიიდან ან ინეტიდან, ან უგროსი მეგობრებისგან და ეს უფრო უარესი არ არის? დღეს ისეა გარყვნილი საზოგადოება რომ ჩვენი შვილებისვე სასარგებლოდ სჯობს რომ ჩვენ, ანუ მშობლებმა გავაკეთოტ ეს
15:49 / 09-03-2015
გამოხმაურება / 0 /
???
მე ჩემს შვილებს თუ სკოლაში არ ასწავლიან, სახლში მაინც ავუხსნი, რაც საჭიროა რომ იცოდნენ. იმის ილუზია ნაკლებად მაქვს რომ ჩემი შვილების თაობაც ქალიშვილობის ინსტიტუტს "მიაწვება", ამიტომ ბავშვებმა უნდა იცოდნენ, როდისაა სექსი უსაფრთხო. ორსულ თინეიჯერს და აბორტებს მაინც ჯობია.
12:30 / 09-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS