04 მარტი, 2015
8 ნიშანი რის გამოც სასწრაფოდ უნდა დაშორდეთ თქვენს მეორე ნახევარს
როდესაც სიყვარულში ყვეკლაფერი ირევა და თავდაყირა დგება, ჩვენ გვჭრდება კარგი მრჩეველი... ვერავინ იქნება საკუთარ თავზე უფრო ახლო მეგობარი თქვენთვის. ამიტომ გადახედეთ სტატიას, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: "ჩემს შემთხვევაშიც ასეა?" და საბოლოოდ მიხვალთ პასუხამდე (დარჩეთ თუ არა პარტნიორთან), რომელიც თქვენს ცოხვრებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

1. ყველაფერზე ჩხუბობთ

ყველა წყვილი აწყდება გაუგებრობას, ისინი ხშირად კამათობენ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ როცა ჩხუბის სიხშირე და მიზეზები თვალსაჩინოდ სცდება ნორმარს, ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ დაშორების დრო მოვიდა.
შეიძლება საყვარელი ადამიანის
დათმობა გაგიჭირდეთ და მისთვის გარკვეული დროის განმავლობაში იბრძოლოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში გბეზრდებათ ამდენი ჩხუბი, გღლით დავიდარაბა და გირჩევნიათ ყველაფერი დაამთავროთ. დროულად მოქმედება ამცირებს ტკივილს...

2. ცდილობთ რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ საქმესა ან ჰობს და ნაკლები დრო გაატაროთ შეყვარებულთან/მეუღლესთან

სიყვარულის მთავარი ნიშანია მასთან განუწყვეტილვ კონტაქტის სურვილი. არასდროს გყოფნით დრო მეორე ნახევართან ერთად... თვალსა და ხელს შუა იპარება შუადღე და საღამო. უკმარისობის გრძნობით ხართ მოცული. გეჩქარებათ სასწავლებელიდან ან სამსახურიდან მასთან, იდეებითა და ინიციატივებით ხართ სავსე, გსურთ, რომ ყველფერი ერთად გააკეთოთ.

3. თქვენთვის მოსაწყენი, გამაღიზიანებელი ან მომაბეზრებელი გახდა პატრნიორის ყოველი ქცევა.

ურთიერთობის საწყის ეტაპზე არსებობს მინუსები, რომელზეც თვალს ვხუჭავთ, მის მავნე ჩვევებს ვიღებთ და ყურადღებას არ ვამახვილებთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება. მისი საქციელი (მაგალითად ფეხსაცმელების მოუწესრიგებლად დაყრა, მობილურზე ლაპარაკისას ჭამა, ჩაის ხმაურიანად სმა) გაღიზიანებთ და მისი ლაპარაკიც კი თქვენს ნერვებზე მოქმედებს.
გინდათ ადგეთ და უყვიროთ ან უკანმოუხედავად წახვიდეთ. დაფიქრდი, რატომ არ მიყვებით სურვილს? მასთან ყოფნა როდის გექცათ ვალდებულებად? სიყვარული ინტერესის, აღბრთოვანებისა და სიამოვნების ნაზავია. თუ ურთიერთბაში სიყვარული არ არის და არც ჩამოთვლილი განცდები გეუფლებათ, დარჩენა დანაშაულია. რადგან იუბედურებთ თავს და აუბედურებთ მასაც. ორივე თქვენგანს ბედნიერების მოპოვების შანსს უსპობთ.

4. ებოდიშებით, მაგრამ ა(ღა)რ გინდათ სექსი.

ახალდაქორწინებული წყვილი თაფლობის თვეს ხშირად კავდება სექსით. სიტუაცია დროთა განმავლობაში იცვლება. ინტიმის სურვილი ქრება, წყვილს ერთმანეთი აღარ იზიდავს ან რომელიმე მხარეს უნელდება ვნება.
თუ აღარ გსურთ პარტნიორთან სექსი, გამოდის რომ ყველაფერი რიგზე არ არის... ასეთ დროს ან გამოსავლის ძიელბა უნდა დაიწყოთ (სასურველია ეწვიოთ ფსიქოლოგსა და სექსოლოგს) ან ურთიერთობა დაასრულოთ. სექსის გარეშე ცხოვრება ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, სტიმულირებას უწევს კიბოს გაჩენას, იწვევს ნევროზისა და გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებებს.

5. გაუცნობიერებლად მის გარეშე ცხოვრებას იწყებთ.

გეგმვათ დღეს მეგობრებთან, კოლეგებთან, ნათესავებთან ან მშობლებთან ერთად, საქმის კურსში არ აყენებთ სად დადიხართ, არ ეპატიჟებით თქენთან ერთად. აშკარაა, რომ ნელ-ნელა თქვენი ცოხვრებიდან აქრობთ...

6. ინტერესს აღგიძრავთ სხვა მამაკაცები და ფლირტაობთ მათთან.

ერთია მოგწონდეთ რომელიმე პოპულარული მსახიობი, მაგრამ მეორეა (სხვათაშორის საკმაოდ სერიოზული პრობლემა) გაიცნოთ მამაკაცი და ეფლირტაოთ მას. სურვილი გაგიჩნდეთ, რომ კიდევ ნახოთ, ნომერი მისცეთ და მოგვიანებით პაემანზეც დათანხმდეთ.

7. არცერთ საკითხში აღარ აყენებ საკუთარ თავზე წინ.

ცოხვრებაში დგება მომენტები, როცა ორი მნიშნელოვანი მოვლენა (ერთი შენი პირადი სივრციდან, მეორე - მისი ცხოვრებიდან) ერთმანეთს უპირისპირდება. მას სჭირდება თქვენი თანადგომა, ისევე , როგრც თავად თქვენ მისი. ურთიერთობა კომპრომისია, ამიტომ ხან ერთი თმობს, ხან მეორე... მაგრამ როცა აღარფერზე ამბობთ უარს მისი გათვვალისწინებით, ურთიერთობა დასასრულისკენ მიექანება.

8. არ გინდათ მასთან ერთად მომავლის დაგეგმვა.

ხშირად იყენებთ ფრაზას "არავინ იცის მომავალში რა მოხდება", გულის სიღრმეში მასთან ერთად დაბერება არ გინდათ, მეტიც ამაზე ფიქრი გზაფრავთ და გაშინებთ...

თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითზე თქვენი პასუხი დადებითია, თქვენ აღარფერი გესაქმებათ იმ ადამიანთან, რომლის გვერდითაც ხართ.

თათული ღვინიანიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ეკატერინე
მიყვარს ჩემი მეუღლეეე.ხანდახან ვკამათობთ მაგრამ ყოველთვის ჩახუტებით მთავრდება
13:38 / 04-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS