01 მარტი, 2015
10 რამ რასაც თქვენი ქმრის საყვარელი გეტყოდათ...
შენს მეუღლეს სჯერა, რომ ყოველთვის ერთი გასროლით რამდენიმე კურდღლის დაჭერა შეუძლია სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მამაკაცები ცოლებს ღალატობენ, ეს შეიძლება იყოს ,,გაგულავება" ერთი ღამით ან სტაბილურად ერთი და იგივე ქალთან სიარული. ამ სტატიაში წაიკითხავთ 10 მოსაზრებას, რომელსაც თქვენი ქმრის საყვარელი გაგიზიარებდათ, საშუალება რომ ჰქონდეს.

1. კაცის ბუნება ვერ ითავსებს მონოგამიის ცნებას, ასე რომ ძალიან იშვიათად კმაყოფილდება ერთი ქალით.

მამაკაცის უპირველესი ღირსება ოჯახია, მან ცოლის პოზიციისთვის შენ აგირჩია და არა მე, აქედან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ
შენ უფრო სერიოზულად აღგიქვამს, ვიდრე მე. მიუხედავად ამისა, ნუ დაგავიწდება, რომ სერიოზულ მამაკაცსაც მოსწონს თავზეხელაღებული ნაბიჯების გადადგმა. შენ მისი შვილების დედა და ოჯახის ბურჯი ხარ, მაგრამ დროის გატარებას მაინც ჩემთან ამჯობინებს. მას უჭირს ერთ ქალში თავი მოუყაროს ყველა იმ თვისებას, რაც მისი ბედნიერებისთვისაა საჭირო. აგრეთვე, ყველა კაცი დაბადებიდანვე ბიოლოგიურად მონადირეა და არასდროს დასჯერდება ერთ ქალს. შეეგუე იმას, რომ არ იქნება შენი ერთგული.

2. შენი მეუღლის გადმოსახედიდან, თქვენი ურთიერთობა დიდი ხანია რაც მეგობრულ სტადიაში გადავიდა

შეიძლება შენ ჯერ კიდევ იტყუებ თავს, რომ ქმარი შენთან ვნებით კავდება სექსით. თუ სიცრუეში ცხოვრება შენთვის კომფორტულია შეგიძლია სიცოცხლის ბოლომდე არ გაახილო თვალები, მაგრამ თუ ეს მიამიტობით მოგდის, მე ვალდებულიც კი ვარ, რომ რეალობა დაგანხვო, შენ და შენ ქმარს ,,მეგობრული სექსი" გაქვთ. ყოველ შემთხვევაში, ის ასე ფიქრობს. ( და ამას ჩემთან არ მალავს.)

3. შენს ქმარს, როგორც იტყვიან, ,,ჩიჩიაც უნდა და ბაბაც!"

შენს მეუღლეს სჯერა, რომ ყოველთვის ერთი გასროლით რამდენიმე კურდღლის დაჭერა შეუძლია და, ვინაიდან შენ ხელს უწყობ, გამოსდის კიდეც.

4. შენი ქმარი თავისი ფინანსების უდიდეს ნაწილს მე მახარჯავს!

იმის მიუხედავად, რომ შენგან განსხვავებით, მისთვის სანდო და გრძელვადიანი ინვესტიცია არ ვარ, ფინანსების უდიდეს ნაწილს მაინც მე მახარჯავს. როგორ გგონია არასდროს იღებს პრემიას? ან თუ იღებს, ასეთ დაბალ თანხას? რატომ დადის ხშირად მივლინებებში? გჯერა რომ მარტოა? რატომ არასდროს არ ჰყოფნის ფული ოჯახის პრობლემების მოგვარებისისა და შენი სურვიელბის ასრულებსითვის?

5. შენი მეუღლის მესაიდუმლე ვარ!

შეუძლებელია ვერ გრძნობდე, რომ გაუცხოვდა, თქვენს შორის უშველებელი უფსკრული წარმოიშვა... ეგ უფსკრული მე ვარ! ყველაფერს მე მიყვება. ნუ გგონია, რომ მხოლოდ სექსი გვაქვს.

6. ჩემთვის რისკზე მიდის!

მამაკაცები ცდილობენ დამალონ არაოფიციალური ურთიერთობები, რომ ჭორები, უხერხული კითხვები და ცოლების სკანდალები აირიდონ თავიდან. ის კი მაინც ჩემთან მოდის... ჩემთან ერთად დადის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და გასართობად, ღიად მეფლირტავება და მეფერება. იცის, რომ შეძლება დაგკარგოს, მაგრამ მაინც რისკავს ჩემთვის!

7. თუ ის ,,ცუდი ბიჭია," მაშინ მე -,,ცუდი გოგო ვარ!"

ის, რაც შენ გაღიზიანებს და რის გამოც დაუსრულებლად შეგიძლია იჩხუბო, ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. აზარტული თამაშები, სიგარეტი, ნარკოტიკი, სასმელი, - ყველაფერ ამას უდიდესი სიამონებით ვიზიარებ მასთან ერთად.

8. ჩემთან გახსნილად საუბრობს თავის სექსუალურ სურვილებზე

მისიონერულ პოზაში სექსი დიდი ხანია მოსწყიდა შენს ქმარს! ამ საკითხზე ვერ გელაპარაკება, რომ არ გაწყენინოს, ამიტომ ყველა მის აღვრახსნილ სურვილს მე ვაკამყოფილებ. შენ ვერ წარმოგიდგენია როგორ უნდა გააკეთო მინეტი, მე კი ხალისიანად ვთანხმდები ორალურ სექსზე. შენ ალბათ გაგიკვირდება და ლოგინში ვთამაშობთ კიდეც, ხანდახან უფლებას ვაძლევ რომ დომინანტი იყოს.

9. სერიოზული კომპლექსი აქვს

შენი ქმარი ძალიან ეჭვიანობს სხვა მამაკაცებზე. მე, რა თქმა უნდა, ეჭვიანობის საბაბს ვაძლევ! იმისთვის რომ სხვა კაცისკენ არ გავიხედო (მე კი ხშირად ვიხედები), მპირდება რომ მიგატოვებს და სამუდამოდ ჩემთან იქნება.

10. შენთან შვილების გამო ჩერდება

მე უფრო ახალგაზრდა ვარ... შესაბამისად ის თვლის, რომ ნელ-ნელა ასაკში შედიხარ და ხიბლი გეკარგება. ერთადერთი, რაც არ იცვლება ის არის, რომ მისი შვილების დედა ხარ. სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ შენ გვერდითაა. შენთან ყოფნისას ხშირ შემთხვევაში ჩემზე ფიქრობს.

თათული ღვინიანიძე


ბეჭდვა