01 მარტი, 2015
10 რამ რასაც თქვენი ქმრის საყვარელი გეტყოდათ...
შენს მეუღლეს სჯერა, რომ ყოველთვის ერთი გასროლით რამდენიმე კურდღლის დაჭერა შეუძლია სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მამაკაცები ცოლებს ღალატობენ, ეს შეიძლება იყოს ,,გაგულავება" ერთი ღამით ან სტაბილურად ერთი და იგივე ქალთან სიარული. ამ სტატიაში წაიკითხავთ 10 მოსაზრებას, რომელსაც თქვენი ქმრის საყვარელი გაგიზიარებდათ, საშუალება რომ ჰქონდეს.

1. კაცის ბუნება ვერ ითავსებს მონოგამიის ცნებას, ასე რომ ძალიან იშვიათად კმაყოფილდება ერთი ქალით.

მამაკაცის უპირველესი ღირსება ოჯახია, მან ცოლის პოზიციისთვის შენ აგირჩია და არა მე, აქედან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ
შენ უფრო სერიოზულად აღგიქვამს, ვიდრე მე. მიუხედავად ამისა, ნუ დაგავიწდება, რომ სერიოზულ მამაკაცსაც მოსწონს თავზეხელაღებული ნაბიჯების გადადგმა. შენ მისი შვილების დედა და ოჯახის ბურჯი ხარ, მაგრამ დროის გატარებას მაინც ჩემთან ამჯობინებს. მას უჭირს ერთ ქალში თავი მოუყაროს ყველა იმ თვისებას, რაც მისი ბედნიერებისთვისაა საჭირო. აგრეთვე, ყველა კაცი დაბადებიდანვე ბიოლოგიურად მონადირეა და არასდროს დასჯერდება ერთ ქალს. შეეგუე იმას, რომ არ იქნება შენი ერთგული.

2. შენი მეუღლის გადმოსახედიდან, თქვენი ურთიერთობა დიდი ხანია რაც მეგობრულ სტადიაში გადავიდა

შეიძლება შენ ჯერ კიდევ იტყუებ თავს, რომ ქმარი შენთან ვნებით კავდება სექსით. თუ სიცრუეში ცხოვრება შენთვის კომფორტულია შეგიძლია სიცოცხლის ბოლომდე არ გაახილო თვალები, მაგრამ თუ ეს მიამიტობით მოგდის, მე ვალდებულიც კი ვარ, რომ რეალობა დაგანხვო, შენ და შენ ქმარს ,,მეგობრული სექსი" გაქვთ. ყოველ შემთხვევაში, ის ასე ფიქრობს. ( და ამას ჩემთან არ მალავს.)

3. შენს ქმარს, როგორც იტყვიან, ,,ჩიჩიაც უნდა და ბაბაც!"

შენს მეუღლეს სჯერა, რომ ყოველთვის ერთი გასროლით რამდენიმე კურდღლის დაჭერა შეუძლია და, ვინაიდან შენ ხელს უწყობ, გამოსდის კიდეც.

4. შენი ქმარი თავისი ფინანსების უდიდეს ნაწილს მე მახარჯავს!

იმის მიუხედავად, რომ შენგან განსხვავებით, მისთვის სანდო და გრძელვადიანი ინვესტიცია არ ვარ, ფინანსების უდიდეს ნაწილს მაინც მე მახარჯავს. როგორ გგონია არასდროს იღებს პრემიას? ან თუ იღებს, ასეთ დაბალ თანხას? რატომ დადის ხშირად მივლინებებში? გჯერა რომ მარტოა? რატომ არასდროს არ ჰყოფნის ფული ოჯახის პრობლემების მოგვარებისისა და შენი სურვიელბის ასრულებსითვის?

5. შენი მეუღლის მესაიდუმლე ვარ!

შეუძლებელია ვერ გრძნობდე, რომ გაუცხოვდა, თქვენს შორის უშველებელი უფსკრული წარმოიშვა... ეგ უფსკრული მე ვარ! ყველაფერს მე მიყვება. ნუ გგონია, რომ მხოლოდ სექსი გვაქვს.

6. ჩემთვის რისკზე მიდის!

მამაკაცები ცდილობენ დამალონ არაოფიციალური ურთიერთობები, რომ ჭორები, უხერხული კითხვები და ცოლების სკანდალები აირიდონ თავიდან. ის კი მაინც ჩემთან მოდის... ჩემთან ერთად დადის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და გასართობად, ღიად მეფლირტავება და მეფერება. იცის, რომ შეძლება დაგკარგოს, მაგრამ მაინც რისკავს ჩემთვის!

7. თუ ის ,,ცუდი ბიჭია," მაშინ მე -,,ცუდი გოგო ვარ!"

ის, რაც შენ გაღიზიანებს და რის გამოც დაუსრულებლად შეგიძლია იჩხუბო, ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. აზარტული თამაშები, სიგარეტი, ნარკოტიკი, სასმელი, - ყველაფერ ამას უდიდესი სიამონებით ვიზიარებ მასთან ერთად.

8. ჩემთან გახსნილად საუბრობს თავის სექსუალურ სურვილებზე

მისიონერულ პოზაში სექსი დიდი ხანია მოსწყიდა შენს ქმარს! ამ საკითხზე ვერ გელაპარაკება, რომ არ გაწყენინოს, ამიტომ ყველა მის აღვრახსნილ სურვილს მე ვაკამყოფილებ. შენ ვერ წარმოგიდგენია როგორ უნდა გააკეთო მინეტი, მე კი ხალისიანად ვთანხმდები ორალურ სექსზე. შენ ალბათ გაგიკვირდება და ლოგინში ვთამაშობთ კიდეც, ხანდახან უფლებას ვაძლევ რომ დომინანტი იყოს.

9. სერიოზული კომპლექსი აქვს

შენი ქმარი ძალიან ეჭვიანობს სხვა მამაკაცებზე. მე, რა თქმა უნდა, ეჭვიანობის საბაბს ვაძლევ! იმისთვის რომ სხვა კაცისკენ არ გავიხედო (მე კი ხშირად ვიხედები), მპირდება რომ მიგატოვებს და სამუდამოდ ჩემთან იქნება.

10. შენთან შვილების გამო ჩერდება

მე უფრო ახალგაზრდა ვარ... შესაბამისად ის თვლის, რომ ნელ-ნელა ასაკში შედიხარ და ხიბლი გეკარგება. ერთადერთი, რაც არ იცვლება ის არის, რომ მისი შვილების დედა ხარ. სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ შენ გვერდითაა. შენთან ყოფნისას ხშირ შემთხვევაში ჩემზე ფიქრობს.

თათული ღვინიანიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
მუზა გამეხსნა :)))
მაგრამ, შენ ერთ რამეში მართალი ხარ. ის მე მღალატობს. ჰოდა, შენი იყოს მე არ მჭირდება. ერთი თხოვნა მაქვს, თუ არ შეწუხდები გააკეთე ეს ჩემს მაგივრად, ზუსტად ერთ თვეში ძალიან მოწყენილს რომ დაინახავ, მიდი და უთხარი... თუმცა...არაფერი. აბა კარგად.
20:58 / 15-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ლილე
1. მაგ ლოგიკით არც შენი ერთგულია 2.შენ რა იცი როგორია ჩემი სექსი ქმართან? "მე ასე მეუბნება-რაღაცა ხომ უნდა გითხრას? 3.მე კი არა შენ უწყობ ხელს. შენ გაკმაყოფილებს მეორეს როლი, თორემ მე, თავქუდმოგლეჯილი მიმტკიცებს რომ ერთადერთი ვარ. :)4.ჩემი ოჯახის ყველა ფინანსური პრობლემა აბსოლუტურად მოგვარებულია და ჩემი ყველა სურვილი დაკმაყოფლებული, იმაზე ხარისხიანი და ძვირი სურვილები, ვიდრე შენ როდისმე წარმოგიდგენია :)), დანარჩენი კი... შენ რა იაფი ყოფილხარ :))5.მისი საიდუმლოებები...როგორ აგიხსნა... მე პროცესორი ვარ, შენ ნაგვის ყუთი. მიხვდი ეხლა? 6. შენ არაფერ შუაში ხარ საყვარელო, მანდ ადრენალინია მთავარი :))7.იცი, მე არ ვჩხუბობ, საერთოდ. შენ კი, მაგის იქით ვერ წახვალ. 8.:)))ჰმმ, შენ რომ განახაა...თუმცა შენგან განსხვავებით ჩემს ნომერს არასოდეს მისცემს თავის საუკეთესო მეგობარს, რომც დავშორდეთ. :))9. დიდიხანია გპირდება? :)10. პირიქით, შენთან ყოფნისას ფიქრობს ჩემზე ყოველთვის, ჩემზე და ადრენალინზე.:)
20:49 / 15-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ლილე
ამდენი იმიტომ წერე, რომ მითხრა - ჩემზე მაგარი ხარ? ასე რომ იყოს, ჩემს ნასუფრალს არ დასჯერდებოდი და საკუთარი ქმარი გეყოლებოდა. შენი ათივე პუნქტი შენი შეუმდგარი პიროვნების არსებობის გამართლება (განსაკუთრებით 7) და თვითდამშვიდების უბადრუკი მცდელობაა. შენ დროებითი ხარ, შენს ადგილას ნებისმიერი შესაძლოა ყოფილიყო, ჩემს ადგილას - მარტო მე. პუნქტი 9. დიდიხანია გპირდება? ელოდე :) სანამ მე არ გავაგდებ არსად არაა წამსვლელი და შენ ეს იცი. ალალად მეცოდები, გინდა რჩევას მოგცემ? უფრო მეტად დააფასე საკუთარი თავი, დაიჯერე რომ მეტს იმსახურებ ვიდრე მის სატელეფონო წიგნში "ჯემალად" ეწერო და ხანდახან ძმაკაცებში მაგარ მ--შიცად მოგიხსენონ. იქნებ შეძლო. პატივისცემით: ცოლი
19:46 / 15-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ანა
აქ ქალზე ისე ლაპარაკობთ ყველა, გეგონება უსულო იყოს. ცოლს მიაგდებს, საყვარელს მიაგდებს, ვიღაცას 'იხმარს', მობეზრდება... საკუთარ თავს მაინც ეცით ქალებმა პატივი. ამაზრზენია ქართველი ქალის შეხედულება ცოლობაზე და საერთოდ კაცთან ურთიერთობაზე. ოჯახის შექმნა საჭმლის კეთება და სარეცხის რეცხვა გგონიათ და მართლა მასე რომ ცხოვრობთ, მაგიტომაა, რომ არავინ თავს ბედნიერად არ გრძნობს. და ახლა რამდენიც არ უნდა იძახოთ, "ნუ დარდობ, შენც გათხოვდებიო", მაინც მაგრად მეცოდებით ყველანი. სხვისი სეირების ყურებით იმშვიდებთ თავს, რომ სხვასაც მსგავსი ცხოვრების სტილი აქვს და შენზე უკეთესად არ ცხოვრობს. და ვერ ხვდებით, რომ ამით თქვენი ცხოვრება უკეთესი არ ხდება.
21:26 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ვაიმეეე რა სისულელეეები წერია.. ცოლი ვარ მაგრამ სულაც არ ვგიჟდები მისიონერულ პოზაზე,... მგონი ყუველა პოზა მოსინჯული გვაქ და მინეტიც გამიკეტებია ქმრისთვის ბევრჯერ და მასაც ჩემთვის :)))) ყველა ცოლი არ არის მოსაწენი და ერთფეროვანი, პირიქიტ ცოლიანი კაცებზე მონადირე ქალზე ბევრად ვნებიანი და მაგარიც კი შეიძლება იყოს... და საერთოდაც ქალებო, ყოველთვის მოპუარეთ თავს და პირიქით იქიტ აეჭვიანეთ და გადარიეთ ქალები. მე ქუჩაშიც კი მაჩერებს ზოგჯერ უცხო ხალხი და გაცნობას მთხოვს ან კომპლიმენტს მეუბნება... ეს იცის ქმარმა და სულ ტონუსშია :) არ უნდა აფიქრებინო ქმარს რომ ის ერთადერთი და განუმეორებელი კაცია... რა თქმა უნდა ერთგული უნდა იყო რეალურად, მაგრამ ზოგჯერ ცოტაა წააეჭვიანო ;)
13:46 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS