09 ივლისი, 2013
ალინა კაბაევას ექსკლუზიური ინტერვიუ: ''შვილები არ მყავს!''
გამოცდილებამ მასწავლა, რომ არავინ შევუშვა ჩემს პირად ცხოვრებაში. ვისაც სურს, ყველას დაველაპარაკები სხვა ყველაფერზე, ოღონდ არა პირადზე. მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცოლს დაშორდა, კიდევ უფრო გააქტიურდა ხმები რუსეთის დუმის დეპუტატზე, ყოფილ ოლიმპიურ ჩემპიონზე ტანვარჯიშში ალინა კაბაევაზე. მისი და პუტინის რომანის შესახებ რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ კარგა ხანია ჭორაობენ, იმასაც კი ამბობდნენ, რომ ალინამ პუტინისგან შვილიც გააჩინა.

ალინამ გადაწყვიტა, ჟურნალისტებისთვის ინტერვიუ მიეცა, თუმცა პირად ცხოვრებაზე ვრცლად არ უსაუბრია. სხვათა შორის, სანამ პუტინისა და
ალინას სიყვარულზე ალაპარაკდებოდნენ, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ალინას მიჯნური რუსეთში მცხოვრები ქართველი - შალვა მუსელიანი იყო.

მასთან ტანმოვარჯიშეს მგზნებარე რომანი ჰქონდა, განშორებებითა და კვლავ შერიგებებით დატვირთული, თუმცა შემდეგ ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდნენ. შალვამ ცოლი მოიყვანა, ალინა კი პუტინის ფავორიტად აღიარეს...
Rating
- დიდ სპორტს 2007 წელს დაემშვიდობეთ. რა იყო მერე?
- 2008 წლის ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრებში თათრეთის რესპუბლიკა უნდა წარმომედგინა, მაგრამ არ გამოვიდა. იმავე წელს შემომთავაზეს რეგიონიდან დუმის დეპუტატობა. დამაინტერესა ამ სფერომ და დავთანხმდი. თუმცა დიდხანს ვიფიქრე, დედას ვკითხე რჩევა, მალე არ გადამიწყვეტია.
- დატვირთული რეჟიმი გაქვთ...
- დიახ, განსაკუთრებით ჩემი სახელობის მხატვრული ტანვარჯიშის ყოველწლიური საბავშვო ფესტივალის მზადების პერიოდია მძიმე. ვარჯიშსაც არ ვწყვეტ. დილით დუმაში ვარ, 14-დან 16 საათამდე სამუშაო კაბინეტში ვვარჯიშობ, ხალიჩაზე, ჰანტელებით. ტრენაჟორები არ მჭირდება. შეიძლება, ხანდახან საღამოობით სპორტულ დარბაზში გავიარო. მერე ისევ სხდომებია, საზოგადოებრივი საქმეები და ა.შ.
- როგორ ისვენებთ?
- მიყვარს ახლობლებთან ერთად ბუნებაში სეირნობა. ექსკურსიები მუზეუმებში. ხანდახან სულაც შინ ვრჩები, ფილმებს ვუყურებ, ვკითხულობ. მიყვარს თეატრიც, შოპინგი - ზომიერად.
- რაც მთავარია, როგორ არის საქმეები თქვენს პირად ცხოვრებაში?
- საერთოდ, ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ არავინ შევუშვა ჩემს პირად ცხოვრებაში. ვისაც სურს, ყველას დაველაპარაკები სხვა ყველაფერზე, ოღონდ არა პირადზე. ერთადერთი, რის თქმაც შემიძლია, შვილები არ მყავს, ეს მართალია.
Rating
- ვის გადაუხდიდით მადლობას იმისთვის, ვინც გახდით?
- ყველაფერი რაც ხდება და არ ხდება, ზემოდან არის, მე ამის მჯერა. ღმერთს მადლობა ჩემი ბედისთვის. რა საჭიროა იმ სირთულეებზე ლაპარაკი, რომლებიც გამივლია. იქნებ სხვებს უფრო მეტი ჰქონდათ. მაგრამ ღმერთი მაძლევდა მათი გადალახვის ძალას. ყოველთვის მხარში მედგნენ ახლობლები: დედა, მამა, დაიკო. მათი წყალობით გამოვდიოდი რთული სიტუაციებიდან. ადამიანებშიც, პირველ რიგში, ერთგულებას ვაფასებ.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მარიამი
შვილები ნამდვილად არ ყავს, 1 შვილი ყავს ისიც პუტინისგან სიტყვაში გვატყუებს ეს ოხერი :D
17:25 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ელა
დახვეწია პუტინს გემოვნება და რას ერჩი?:)
11:02 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS