23 თებერვალი, 2015
30 კითხვა, რომელიც საკუთარი თავის შეცნობაში დაგეხმარებათ - მოიმარჯვეთ ფურცელი ან ვორდის ფაილი
უცხოეთში ადამიანები ხშირად სტუმრობენ ფსიქოლოგებს თავიანთი პრობლემების გადასაჭრელად და საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად. ხალხის გარკვეული კატეგორია რთულად იხსნება სხვა პიროვნებებთან, უჭირს მათი ნდობა.

ქვემოთ მოცემული 30 შეკითხვა ნებისმიერ თქვენგანს დაეხმარება თავის შეცნობაში. აიღეთ ფურცელი კალამთან ერთად (ან გახსენით Microsoft Word) და ჩამოწერეთ გულახდილი პასუხები. კვირაში ერთხელ მაინც გადახედეთ თქვენს სურვილებს და ეცადეთ მათგან ყველაზე მარტივის ასრულებით დაიწყოთ. რისი კეთებაც მოგნატრებიათ, ისევ განაახლოთ და ა.შ.

1. არჩევანის საშუალება, რომ გქონდეთ ვისთან დათანხმდებოდით სადილს? (შეგიძლიათ ფანტაზიას გასაქანი მისცეთ,
აირჩიოთ თქვენი კუმირი, ცნობილი ადამიანი, ახლო მეგობარი, ოჯახის წევრი, შეყვარებული...)

2. გინდათ პუპულარულობა მოიპოვოთ? რა გზით? რას მოგცემთ პოპულარულობა? რას წაგართმევთ?

3. სანამ მეორე ნახევარს დაურეკავთ წინასწარ გეგავთ რაზე უნდა ესაუბროთ? რატომ?

4. რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენი დღე იდეალურად ჩაითვალოს?

5. როდის იმღერეთ ბოლოს?

6.
უკვდავებას აირჩევდით და საყვარელი ადამიანის გარეშე ცხოვრებას თუ მასთან ერთად მალე სიკვდილს?

7. როგორ გგონიათ, როგორ აღიქვამს თქვენი საყვარელი მამაკაცი/ქალი თქვენს სიკვდილს? თქვენ _ მისას?

8. დაასახელეთ 3 ნივთი, რომელსაც თქვენ და თქვენი პარტნიორი იყოფთ.

9. თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვის/რას ემადლიერებით? რატომ?

10. რას შეცვლიდით წარსულში?

11.
რა ახალ თვისებას შესძენდით საკუთარ თავს? თქვენს მეორე ნახევარს?

12.
ვინმეს თქვენი მომავლის წინასწარმეტყველება რომ შეეძლოს, რით დაინტერესდებოდით?

13. გაიხსენეთ ის ოცნება, რომელიც რეალობად ვერ აქციეთ... რამ/ვინ შეგიშალათ ხელი?

14
. რა არის თქვენი ცხოვრების აზრი?

15. ვინ/რა გაგრძნობინებთ თავს დაცულად და კომფორტულად?

16. რას აფასებთ მეგობრობაში?

17. რომელია თქვენი ყველაზე ძვირფასი მოგონება? ყველაზე შემზარავი?

18. რომ იცოდეთ რომ ერთ თვეში კვდებით, რის გაკეთებას მოასწრებდით?

19. რა ადგილი უჭირავს თქვენს ყოველდღიურობაში სიყვარულს?

20. როგორი ოჯახი გყავთ? კარგი ურთიერთობა გაქვთ ოჯახის წევრებთან? განსაკუთრებით ვინ გიგებთ? ყველაზე ხშირად
ვისთან მოგდით კონფლიქტი? რატომ?

21. უკაცრიელ კუნძულზე ვისთან ერთად წახვიდოდით? (აირჩიეთ ერთი ადამიანი.)

22. რამეს უმალავთ პარტნიორს? როგორ გგონიათ, ეს რა შედეგამდე მიგიყვანთ?

23. ჩამოწერეთ რა საკითხს უყურებთ თქვენ და თქვენი შეყვარებული/ქმარი ერთნაერად.

24.
თქვენ და თქვენს საყვარელ ქალს/მამაკაცს საერთო ჰობი გაქვთ?

25. რა მოგწონთ თქვენს მეორე ნახევარში და რა არ მოგწონთ. (იყავით გულახდილები, ნუ მოიტყუებთ თავს.)

26. ბოლოს როდის იტირეთ მარტომ? ვინმეს თანდასწრებით? რა იყო მიზეზი?

27. გაღიზიანებთ, როცა რამე გარეგნულ ან შინაგან ნაკლზე გეხუმრებიან? Gგამოხატავთ ამას?

28.
რა შეიცვალა წლების განმავლობაში თქვენში?

29. რამდენიმე წამში რომ კვდებოდეთ, რა იქნებოდა თქვენი ბოლო სიტყვები?

30. სახლი რომ იწვოდეს და ერთი ნივთის გადარჩენის საშუალება გქონდეთ, (თქვენი საყვარელი ცხოველი/ფრინველი გარეთ
იყოს) რას გადაარჩენდით?
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS