08 ივლისი, 2013
ვარსკვლავების გოგონები, რომლებიც დედების ასლებად გაიზარდნენ
ერთი შეხედვით, პოპის დედოფალი მადონა და მისი ქალიშვილი ლურდესი ძალიან არ ჰგვანან ერთმანეთს, ალბათ უფრო იმიტომ, რომ გოგონა ცდილობს, დედის ასლი არ იყოს. თუმცა გენებს ვერსად დამალავს - მსგავსება აშკარაა. მშობლების უმეტესობას სურს, რომ თავისი შვილი დაემსგავსოს, ვარსკვლავი დედიკოებიც არ არიან გამონაკლისები. ჰოლივუდში ცნობილი ქალების პატარა „კლონების“ მთელი გუნდი იზრდება. ამ გოგონებს დედების სილამაზე ერგოთ და მათ მომავალშიც წარმატებული კარიერის გარანტია აქვთ.

სინდი კროუფორდმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ თავის 10 წლის გოგონა კაისი შურს, რადგან
მის გოგონას მშვენიერი თმა და ახალგაზრდობა აქვს. თუმცა ეს ყველაფერი დედისგან ერგო და ალბათ მის კვალზეც წავა. გოგონა უკვე პატარა მოდელია.

მსახიობ ჰიზერ ლოკლის მოზარდი გოგონა ავა სამბორა, რომელიც მუსიკოს რიჩი სამბორასგან ეყოლა, ვარსკვლავი დედის კიდევ უფრო გაუმჯობესებული ვარიანტია.
Rating
ნორჩი ჯორჯია მეი ასევე ცნობილ მშობლებს უნდა უმადლოდეს სილამაზეს - მოდელ ჯერი ჰოლსა და მუსიკოს მიკ ჯაგერს.
ალეკ ბოლდუინისა და კიმ ბესინჯერის ქალიშვილი აილენდი ბოლო დროს აქტიურად გამოჩნდა ასპარეზზე. შოუბიზნესში აილენდი მოდელობით იწყებს კარიერას და ვნახოთ, როგორ გამოიყენებს მშობლებისგან ბოძებულ სილამაზეს.
Rating
ერთი შეხედვით, პოპის დედოფალი მადონა და მისი ქალიშვილი ლურდესი ძალიან არ ჰგვანან ერთმანეთს, ალბათ უფრო იმიტომ, რომ გოგონა ცდილობს, დედის ასლი არ იყოს. თუმცა გენებს ვერსად დამალავს - მსგავსება აშკარაა.
Rating
მრავალრიცხოვანი პლასტიკური ოპერაციებისა და ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო მელანი გრიფიტი დღეს საუკეთესოდ არ გამოიყურება, თუმცა მისი ქალიშვილი დაკოტა, რომელიც მსახიობ დონ ჯონსონისგან ეყოლა, სრულად ახდენს ამის კომპენსირებას. დაკოტა ჯონსონი ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს და მსახიობობას აპირებს.
Rating
რიზ უიზერსპუნის ქალიშვილი ავა ელიზაბეტ ფილიპიც მზეთუნახავი იზრდება და მომავალში მასზეც დიდ იმედებს ამყარებენ.
Rating
ენდი მაკდაუელს ორი ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც დედას ტოლს არ უდებენ სილამაზეში.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
სალო
ძალიან დიდი მსგავსებაა,თუმცა მიკვირს კროუფორდს საკუთარი შვილის როგორ უნდა შურდეს,პირიქით.
21:21 / 08-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS