17 იანვარი, 2015
რას უკრძალავენ ქალებს ავღანელი თალიბები – 15 ყველაზე შემზარავი კანონი
ორგანიზაციამ „ავღანეთის ქალების რევოლუციური ასოციაცია“ იმ აკრძალვების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ავღანელი ქალებს უწესებენ. მართლაც საინტერესოა, რას უკრძალავენ ქალებს თალიბები.

მათ სცემენ, თუ შემთხვევით კოჭი გამოუჩნდებათ, მდინარეში გარეცხავენ თეთრეულს, აივანზე გამოვლენ ან ტაქსიში ჩასხდებიან თავიანთი ბატონის ან მეურვის თანხლების გარეშე. თალიბები, რომელთაც ავღანეთში ფაქტობრივი ძალაუფლება აქვთ შენარჩუნებული, ამტკიცებენ, რომ ამ გზით უბრალოდ სურთ, „უსაფრთხო გარემო შექმნან, სადაც ქალის ღირსება და სისუფთავე ბოლოს და ბოლოს სიწმინდედ იქცა“.

თუმცა გამოდის, რომ თალიბების სურვილი, ქალები სიწმინდეს დაუკავშირონ, საბოლოოდ სუსტი
სქესის მიმართ სიძულვილთან მიდის. ამ საბაბით ქალებს ისევე ექცევიან, როგორც შინაურ ცხოველებს. ბევრი ავღანელი ქალის ცხოვრება ტანჯვას, საკუთარ სახლში განდეგილობას და უამრავ აკრძალვას უკავშირდება.

აი, რამდენიმე აკრძალვა იმ დიდი სიიდან, რომლის დაცვაც ავღანელ ქალებს ევალებათ.

1. სრულიად აკრძალული აქვთ სახლის გარეთ მუშაობა, მასწავლებლობა, ინჟინრობა და სხვა სპეციალობით შრომა. მხოლოდ მცირერიცხოვან ექიმ და ექთან ქალებს აქვთ ნებართვა, ქაბულის ზოგიერთ საავადმყოფოში იმუშაონ.

2. ასევე არ შეუძლიათ სახლის გარეთ რაიმეს გაკეთება, თუ თან არ ახლავთ მამრობითი სქესის ახლო ნათესავი.

3. აკრძალული აქვთ რაიმეს ყიდვა მამაკაცი გამყიდველისგან, მამაკაც ექიმთან მკურნალობა, ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა.

4. ქალები ვალდებულნი არიან, ჩადრით იარონ, რომელიც მთელ სხეულს ფარავს, თავიდან ტერფამდე.

5. ქალებს, რომლებიც არ იცავენ თალიბურ დრესკოდს ან თავიანთი მახრამის (ქმრისა და მეურვის) თანხლების გარეშე დადიან, სცემენ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

6. ქალებს, რომლებიც ცოლქმრულ ღალატში არიან ბრალდებულნი, საჯარო ჩაქოლვა ემუქრებათ.

7. ქალებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ კოსმეტიკა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქალებს, რომელთაც ფრჩხილებზე ლაქი წაისვეს, თითები დააჭრეს.

8. სუსტი სქესის წარმომადგენლებს ეკრძალებათ უცხო მამაკაცთან საუბარი და მათთვის ხელის ჩამორთმევა.

9. უცხოებმა არ უნდა გაიგონონ ქალის ხმა ან მისი ნაბიჯები. ასევე უნდა მოერიდონ ხმამაღლა სიცილსა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას, ისევე, როგორც „სექსუალურად მიმზიდველი ფერების“ ტანისამოსის ჩაცმას.

10. აკრძალულია არა მხოლოდ სპორტში ჩაბმა, არამედ იმ ტერიტორიაზე შესვლაც კი, სადაც სპორტული ინვენტარია.

11. სახლში ყველა ფანჯარა დაგმანული უნდა იყოს, რომ ქალი გარედან არ დაინახონ.

12. ქალებსა და მამაკაცებს არ აქვთ უფლება, ერთი ავტობუსით იმგზავრონ. ავტობუსებს ყოფენ „მამაკაცებისად“ და „ქალებისად“.

13. აკრძალულია ავღანელი ქალების ფოტოაპარატით ან ვიდეოთი გადაღება. ასევე აკრძალულია მათი გამოსახულებების დაბეჭდვა წიგნებსა და პრესაში.

14. თალიბებმა შეზღუდვა დააწესეს ორივე სქესის ადამიანებისთვის: აკრძალულია მუსიკის მოსმენა, კინოში სიარული, არამუსლიმანური სახელების დარქმევა და ფეიერვერკების გაშვება.

15. არადა, იმავდროულად ასევე მუსლიმანური ირანის დედაქალაქ თეირანში, მიუხედავად მკაცრი კანონებისა, იატაკქვეშა ბუტიკების ბიზნესი ყვავის. ირანელები იქ მოდურ ტანსაცმელს იძენენ. კიდევ უფრო „განვითარებულ“ თურქეთში კი ქალები გაცილებით უფრო თამამად და თანამედროვედ ცხოვრობენ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 52 /
jana
turqettan shedareba cota sasacilo xom ar aris . turqetshi qalebi sakmaod tanamedroved da normalurad cxovroben . qurtebis mxares aqvt cota gansxvavebuli adat wesebi magram ara mkacri . da chacmac da kosmetikac qalistvis akrdzaluli ar aris . turqetshi qalebs kanoni icavs da sisulelea talibebis turqebtan shedareba
01:01 / 21-05-2017
გამოხმაურება / 0 /
რუსუდან
ბარემ კუბოში ჩაასვენონ
21:20 / 17-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მე
შარიათია. ვისაც არ მოწონს აქ მოდის ან ევროპაში, და თუ არ მოგწონთ ნურც თქვენ წახვალთ იქ :)
19:54 / 03-09-2015
გამოხმაურება / 0 /
111
სუნთქვა ნებადართულია?
16:29 / 03-09-2015
გამოხმაურება / 0 /
hm
გაოგნებული დავრჩი კომენტარებით...ანუ რა გამოდის რომ თქვენ მონები გინდათ და არა ცოლები..ვერ ვხვდები საიდან..გიყალიბდებათ ასეთი იდიოტური აზროვნება..სად ვცხოვრობთ მართლა დასახვრეტები ხართ ვინც ამ ყველაფერს ეთანხმება..და ანუ გამოდის რომ საკითარი დედის უბედურების ყურება გირჩევნიათ ოღონდ ძალაუფლება მოგცეთ კაცმა..
11:43 / 03-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS