29 ივნისი, 2013
კეიტ მიდლტონის და-ძმას ბედი ეხსნება
ისინი სამი თვეა ხვდებიან. ჯეიმსი გიჟდება დონაზე. უყვართ ერთად ვახშმობა, მაგრამ უწინდებურად იმ რესტორნებს ირჩევენ, სადაც მათ ვერ შენიშნავე მიდლტონების ოჯახში ყველა თანდათანობით იწყობს პირად ცხოვრებას. ჯერ კეიტი გაჰყვა ცოლად უელსის პრინცს, მერე 29 წლის პიპას გაუჩნდა სერიოზული საქმრო, 35 წლის ბანკირი ნიკო ჯეკსონი. მერე კი უმცროსი ძმაც მოეგო გონს. 28 წლის ჯეიმს მიდლტონს ახალი შეყვარებული ჰყავს.

მას მერე, რაც მისი და კემბრიჯის ჰერცოგინია გახდა, ჯეიმსს ცნობილი და ლამაზი გოგონები ეხვევიან გარს. გასაკვირი არც არის, ყველას
სურს, სამეფო ოჯახის წევრი გახდეს. ჯეიმსი აქამდე ტკბებოდა ამ ქალთა გარემოცვით და შეყვარებულებს ხელთათ-მანებივით იცვლიდა. ახლა კი, როგორც ჩანს, ცოტა დასერიოზულდა.

ჯეიმსის ახალი რჩეული 33 წლის ბრიტანელი ტელეწამყვანი და მილიონერი დონა ეირია. ის ჯეიმსზე ცხრა წლით არის უფროსი და 9 წლის ქალიშვილ ფრეიას ზრდის. ჯეიმსმა და დონამ ერთმანეთი ლონდონში კერძო წვეულებაზე გაიცნეს წელს თებერვალში და მას მერე ერთმანეთს ხშირად ხვდებიან.
Rating
აქამდე წყვილი საიდუმლოდ ხვდებოდა, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ ჯეიმსმა და დონამ ოფიციალურად დაადასტურეს თავიანთი კავშირი. წყვილის ახლო მეგობარმა ინტერვიუზე უარი არ თქვა: „ისინი სამი თვეა ხვდებიან. ჯეიმსი გიჟდება დონაზე. უყვართ ერთად ვახშმობა, მაგრამ უწინდებურად იმ რესტორნებს ირჩევენ, სადაც მათ ვერ შენიშნავენ“.

დონა დიდი ხანია ტრიალებს ევროპულ მონარქიულ წრეებში. მის მეგობრებს შორის არიან პრინცესა ევგენია და პრინცესა ბეატრისი. დონა ჯეიმსის დას, პიპასაც ახლოს იცნობს.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
რემედიოსი
ერთი გამაგებინეთ როგორ არის 9 წლით უფროსი თუ ბიჭი 28 წლის არის და ეს გოგო 33???
16:00 / 30-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS