15 ნოემბერი, 2014
მდიდრები და ცნობილები ფუფუნებაზე უარს ამბობენ
ისე ცხოვრობენ, როგორც საშუალო შეძლების ადამიანები ისინი გაურბიან ელიტური ცხოვრების სიამეებს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შეძლებულები არიან. მილიონებს, მილიარდებს შოულობენ, მაგრამ ისე ცხოვრობენ, როგორც საშუალო შეძლების ადამიანები.

მსახიობ სარა მიშელ გელარის ქონება 15 მილიონი დოლარია, თუმცა თინეიჯერების კერპი ჩვეულებრივ ცხოვრობს. სარა აქტიურად ეცნობა, სად რა ფასდაკლებაა, აგროვებს კუპონებს და ყველანაირად ცდილობს, ფული დაზოგოს. სამაგიეროდ, დაზოგილ ფულს ქველმოქმედებას ახმარს და უსახლკაროთათვის სახლების მშენებლობაში რიცხავს.
მთელ მსოფლიოში ცნობილ ამერიკელ დევიდ ჩერიტონს''პროფესორ-მილიარდერს'' უწოდებენ. 3 მილიარდი დოლარის მფლობელი, მიუხედავად
თავისი სიმდიდრისა, რომელიც კორპორაცია''გუგლში''ინვესტიციიდან აქვს მიღებული, უწინდებურად იმ სახლში ცხოვრობს, სადაც 30 წლის წინ ცხოვრობდა. კვლავ ლექციებს კითხულობს სტენფორდის უნივერსიტეტში, თავისით იჭრის თმას და 2002 წლის''ჰონდათი''დადის.

სუპერმოდელ ტაირა ბენქსს 90 მლნ დოლარის ოდენობის ქონება აქვს. ტაირას საკუთარი ბუღალტერი ჰყავს, რომელთანაც გადის კონსულტაციას, სანამ რაიმე მნიშვნელოვანს შეიძენს. ცნობილია, რომ ტაირა არასდროს ყრის საჭმლის ნარჩენებს - მეორე დღეს აცხელებს და ისევ იყენებს, ბევრი მდიდარი ადამიანისთვის ეს სრულიად წარმოუდგენელია, ყოველთვის მოაქვს საპონი და შამპუნი სასტუმროებიდან, რომ მერე შინ გამოიყენოს. არასდროს დადის ძვირად ღირებულ რესტორნებში, რადგან მიაჩნია, რომ იაფფასიანი და გემრიელი კაფეები შესანიშნავად აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს.

ინგვარ კამპრადი
4,1 მილიარდი დოლარის მფლობელია. შვედი მეწარმე თავისი მოკრძალებული ცხოვრების წესით არის ცნობილი, რაც ბევრს აღიზიანებს კიდეც. ინგვარი ეკონომკლასით დაფრინავს, იაფფასიან მანქანას ატარებს და საერთოდ არ შეუცვლია ცხოვრების წესი მას მერე, რაც მდიდარი გახდა.

უორენ ბაფეტი
ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, 63 მილიარდი დოლარით, თუმცა ერთი ყველაზე გულუხვი ქველმოქმედის პირადი ცხოვრება მეტისმეტად ჩვეულებრივია, სამაგიეროდ, დაზოგილი თანხები ხალხის კეთილდღეობას ხმარდება.

სარა ჯესიკა პარკერის ქონება 90 მლნ დოლარია, თუმცა თვითონ მსახიობს მოკრძალებული ცხოვრების წესი აქვს. სარა იშვიათად იძენს ძვირად ღირებულ ნივთებს და ბავშვებს ყველაზე იაფფასიან მაღაზიებსა და სექენდ-ჰენდებში მოსავს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS