25 ივნისი, 2013
მილიარდერმა პუტინს ბეჭდის მოპარვა ''ხუმრობით'' დააბრალა
კრაფტი ამტკიცებს, რომ მაშინ ამ ამბის გახმაურება ჯორჯ ბუში-უმცროსის ადმინისტრაციამ არ ურჩია და ამიტომაც ახლა გაამხილა. ამერიკელმა მილიარდერმა რობერტ კრაფტმა გაიხუმრა, როცა თქვა, რომ სურს დაიბრუნოს ბრილიანტებიანი ბეჭედი, რომელიც პუტინს 2005 წელს აჩუქა. როგორც აღმოჩნდა, ეს სკანდალური განცხადება მხოლოდ ანეკდოტი ყოფილა, რომლის მოყოლაც ახირებულ მილიარდერს ჰყვარებია.

''ეს იუმორისტული, ანეკდოტური ამბავი იყო, რომელსაც რობერტი მხოლოდ სიცილის გამოსაწვევად მოჰყვა, - აღნიშნეს ამერიკული საფეხბურთო კლუბ New England Pa­triots-ის წარმომადგენლებმა, სწორედ ამ კლუბის მფლობელია ბიზნ
ესმენი, - მას მოსწონს, რომ ეს ბეჭედი კრემლშია და როგორც ჯერ კიდევ 2005 წელს ითქვა, ის ახლაც ღრმა პატივისცემით მოიხსენიებს რუსეთს და მის ლიდერ ვლადიმირ პუტინს'' .
Rating
''ანეკდოტური ამბავი'' პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრას უძღოდა წინ და საფრთხეც კი შეუქმნა შემდგომ მოლაპარაკებებს. რობერტ კრაფტმა განაცხადა, თითქოს 2005 წელს, პეტერბურგში ვიზიტის დროს, ამ ბეჭდით მოიწონა თავი, პუტინმა კი ის გამოართვა, თითზე მოირგო, მერე ჯიბეში ჩაიდო და აღარც დაუბრუნებია. კრაფტი ამტკიცებს, რომ მაშინ ამ ამბის გახმაურება ჯორჯ ბუში-უმცროსის ადმინისტრაციამ არ ურჩია და ამიტომაც ახლა გაამხილა.
Rating
ამის გამო რუსულ მხარეს უმაღლეს დონეზე მოუწია თავის მართლებამ. პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კატეგორიულად უარყო აღნიშნული ინფორმაცია. ''კრაფტსა და პუტინს გვერდით ვედექი, დავინახე და გავიგონე, როგორ აჩუქა მან პრეზიდენტს ეს ბეჭედი'' . მერე კი კრაფტი დაარწმუნა, რომ მის დასამშვიდებლად პრეზიდენტს შეუძლია, ამერიკელს ახალი ბეჭედი უყიდოს. ''ცნობილი'' ბეჭედი, რომლის ღირებულებაც 25 ათასი დოლარია, როგორც სხვა ოფიციალური საჩუქრები, კრემლის ბიბლიოთეკაში ინახება.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ჰა ჰა , ქართველებმა კი დაიჯერეს და გამოაქვეყნეს. აი ნახეთ პუტინი რა ხამიაო!
22:21 / 25-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS