23 ივნისი, 2013
უილიამ ფიხტნერი - უარყოფითი როლების დიდოსტატი
ასევე გახმაურებული იყო მისი ნამუშევარი სერიალში „შეღწევა“ , რომელშიც შერიფ ტომ ანდერლეის როლი ითამაშა. სერიალ „გაქცევის“ მეორე სეზონში კი აგენტ ალექსანდრ მახონეს პერსონაჟი ერგო. 
უილიამ ფიხტნერს უმრავლესობა უარყოფითი როლებით იცნობს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი თამაში ტელესერიალ „გაქცევაში“ , „ეკვილიბრიუმში“ , „არმაგედონსა“ და „შავი ქორის“ დაცემაში“ . არასტანდარტული გარეგნობა და უდავო ნიჭიერება უწყობს ხელს, რომ როლების ნაკლებობით არ დაიჩივლოს, თუმცა როლების უმეტესობა მაინც უარყოფითია.

უილიამ ფიხტნერი ნიუ-იორკშია დაბადებული, გერმანელი ემიგრანტების ოჯახში. მსახიობს ოთხი და ჰყავს, რომელთაგან
ერთ-ერთი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების პოლკოვნიკია. 
Rating
1978 წელს დაამთავრა ფარმინგდეილის უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით, სისხლის სამართალწარმოების ფაკულტეტი და ნიუ-იორკში დრამატული ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა.

სამსახიობო კარიერა 1987 წელს დაიწყო სერიალში „როგორ ტრიალებს დედამიწა“ , ჯონ შაიდერის ფსევდონიმით. მერე იყო რამდენიმე კინოსურათი, მათ შორის მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, როლი ოსკაროსან ფილმში „შეტაკება“ , რომლისთვისაც ამერიკის კინომსახიობთა გილდიის პრიზიც მიიღო.

ასევე გახმაურებული იყო მისი ნამუშევარი სერიალში „შეღწევა“ , რომელშიც შერიფ ტომ ანდერლეის როლი ითამაშა. სერიალ „გაქცევის“ მეორე სეზონში კი აგენტ ალექსანდრ მახონეს პერსონაჟი ერგო.

ერთ-ერთი აღსანიშნავი როლია „შავ ქორში“ სერჟანტი ჯეფ სანდერსონი. ფილმში ის ძნელად საცნობია, ისეა გრიმით შეღებილი. მთელი ფილმის განმავლობაში ტყვიამფრქვევით დაიარება და კრიტიკოსების აღიარებით, საკმაოდ დამაჯერებელი სახე შექმნა. ასეთი შედეგისთვის რომ მიეღწია, ფიხტნერი რამდენიმე კვირა ვარჯიშობდა, რათა მზად ყოფილიყო რეალისტური საბრძოლო სცენებისთვის.
Rating
მსახიობს ბოლო პერიოდიც დატვირთული აქვს. წელს და მომავალ წელს მისი რამდენიმე ახალი პროექტი იხილავს დღის სინათლეს. მათ შორის არის „მოჩვენება“ და „ელიზიუმი“ . რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მსახიობი 1996 წლამდე ბეტსი აიდემზე იყო დაქორწინებული, 1998 წელს კი კიმბერლი კალილზე იქორწინა. ორივესთან თითო შვილი ჰყავს.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნატალი
მაგრად ასრულებს კველა როლს
19:42 / 24-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS