19 ივნისი, 2013
ჯენიფერ ლოურენსი მანიაკმა დააშინა
დამნაშავე აღმოჩნდა კანადის მოქალაქე, ჩინელი ჟაო ხან კონგი. ამჟამად იგი პოლიციის განყოფილებაშია, სადაც აღიარებით ჩვენებებს იძლევა.
22 წლის ოსკაროსანი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი პანიკაშია. მას მერე, რაც მანიაკმა მისი ოჯახი ზარებითა და მუქარებით აიკლო, გოგონას ტელეფონთან მისვლისაც კი ეშინია.

მსახიობმა თავის თავზე განიცადა დიდების მეორე, უარყოფითი მხარე, როცა ცნობილი ადამიანები გაუწონასწორებელი ხალხის მსხვერპლად იქცევიან. წინა კვირას დააპატიმრეს სტალკერი, რომელიც ჯენიფერსა და მის ძმას ბლეინ ლორენს აწუხებდა.

დამნაშავე აღმოჩნდა კანადის მოქალაქე, ჩინელი ჟაო ხან კონგი. ამჟამად იგი
პოლიციის განყოფილებაშია, სადაც აღიარებით ჩვენებებს იძლევა.

პოლიციის ცნობით, კონგმა ლოურენსის ძმას ბლეინს ორასჯერ მაინც დაურეკა ტელეფონზე, ასობით სმს-გზავნილი და ელექტრონული წერილი გაუგზავნა ისტერიკული მოწოდებებით, რომ მას სასწრაფოდ უნდა ეპოვა ჯენიფერი და დაეცვა.

სტალკერმა პოლიციის განყოფილებაში ისიც გამოაცხადა, რომ საკუთარ თავს იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას ადარებს. ბლეინის ნომერზე გაგზავნილი ერთ-ერთი გზავნილის შინაარსი ასეთია: ''ან გიპოვი, ან თვითონ დამიკავშირდები, გასაგებია? ძალიან მიცრუებ იმედს და მამწუხრებ. ხოლო როცა მე დამწუხრებული ვარ, შეიძლება, ნებისმიერი რამ მოხდეს, გასაგებია?''

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS