14 სექტემბერი, 2014
სამსახური რომ არ დაეკარგა, გოგონამ მამაკაც მოდელად დაიწყო მუშაობა
ელიოტ სეილორსმა 30 წლის ასაკში სამოდელო სფეროში საკმაოდ წარმატებული კარიერა გაიკეთა, მაგრამ ეს ასაკი მოდელისთვის უკვე საპენსიოა. ამას მალე მიხვდა, როცა მიწვევებმა და წინადადებებმა იკლო. ერთ მშვენიერ დღეს იფიქრა, რომ მეტად ვეღარ იქნებოდა პოპულარული და გაბედული ნაბიჯი გადადგა. ელიოტმა ქალი მოდელის კარიერა მიატოვა და მამაკაც მოდელად იქცა. მამაკაც მოდელებს 30 წლიდან მეტი წინადადებაც კი აქვთ და უფრო მოთხოვნადი არიან. ახლა ელიოტს ყველაფერი წინ აქვს.

„ხელახლა ვიწყებ ყველაფერს, ვცდილობ, ამ სფეროში წარმატებული ვიყო. მამაკაცებს არ სთხოვენ
სინორჩეს, ასე რომ, ჯერ ბევრიდრო მაქვს, - ამტკიცებს ელიოტი, - ადრე ვღელავდი იმის გამო, რომ მეტისმეტად მამაკაცური ნაკვთები მქონდა – დიდი ყბა, ხშირი წარბები და ფართო შუბლი. ხანდახან მაკიაჟიან კაცსაც ვგავდი. ახლა კი ეს ყველაფერი წარმატებით გამოვიყენე და ჩემს ნაკლოვანებებს სულ სხვანაირად შევხედე. სწორედ მათ შემინარჩუნეს სამსახური“.

მიუხედავად იმისა, რომ როცა გათხოვდა, ქერა, გრძელთმიანი ლამაზმანი იყო, მისი ქმარი მაინც ამოუდგა გვერდში და არ შესწინააღმდეგებია ცოლის გადაწყვეტილებას, მამაკაც მოდელად ემუშავა. იმაზეც არ ღელავს, რომ ხანდახან ისინი გეი-წყვილი ჰგონიათ.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS