15 ივნისი, 2013
რუსეთის ყველაზე მდიდარი პატარძალი და დავით იაკობაშვილის „ღარიბი“ ვაჟი
ლეონიდ მიხელსონის ქალიშვილი ვიქტორია, რომელიც იმავდროულად ყველაზე მდიდარი საპატარძლოც არის, რადგან ჯერ არ გათხოვილა. ვიქტორია 21 წლისაა და მისი ქონება პირობითად 13,7 მილიარდი დოლარია. საიდუმლო არ არის, რომ სოციოლოგებს უყვართ ოლიგარქების საფულეების ქექვა. გამუდმებით ადგენენ არა მხოლოდ ყველაზე მდიდარი ადამიანების, არამედ მათი მემკვიდრეების რეიტინგსაც. ამჯერად რუსეთის ყველაზე მდიდარი შვილების რეიტინგი შედგა.

ბოლო რამდენიმე წელი ამ სიას „ლუკოილის“ პრეზიდენტის ვაგიპ ალეკპეროვის ვაჟი იუსუფი ლიდერობდა, თუმცა წელს მას მეორე ადგილზე მოუწია „ჩაჩოჩებამ“.
Rating

რეიტინგის შესადგენად მამების ქონება მათი კანონიერი
შვილების რაოდენობაზე გაიყო. ამის გამო ზოგიერთი სოლიდური მეწარმის შვილები ამ რეიტინგში ქვედა პოზიციებზე აღმოჩნდნენ, მაგალ-ითად, მრავალშვილიანი რომან აბრამოვიჩის ან სულეიმან კერიმოვის შემთხვევაში. რაც შეეხება რუსეთის უმდიდრეს ადამიანს, ალიშერ უსმანოვს, მას ღვიძლი შვილები არ ჰყავს.

წლევანდელი ლიდერი კი აღმოჩნდა ერთ-ერთ აირმომპოვებელი კომპანიის მფლობელის ლეონიდ მიხელსონის ქალიშვილი ვიქტორია, რომელიც იმავდროულად ყველაზე მდიდარი საპატარძლოც არის, რადგან ჯერ არ გათხოვილა. ვიქტორია 21 წლისაა და მისი ქონება პირობითად 13,7 მილიარდი დოლარია. მამამისმა ქალიშვილის პატივსაცემად დაარქვა სახელი თანამედროვე ხელოვნების ფონდს: „ვიქტორია - თანამედროვე ხელოვნება“.
Rating
23 წლის იუსუფ ალეკპეროვს პირობითად 12 მლრდ დოლარი აქვს.

სულ რეიტინგში 88 მდიდარია. ყველა, ვინც მასში შევიდა, წარმატებული რუსი ბიზნესმენების შვილია. ამ სიაში ყველაზე „ღარიბი“ მემკვიდრე ცნობილი მილიარდერის დავით იაკობაშვილის ვაჟია - მისი ქონება პირობითად ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს. იაკობაშვილის ცოლ-
შვილი წლებია, საფრანგეთში ცხოვრობს და ინფორმაცია მათ შესახებ ნაკლებად ხელმისაწვდომია, ისევე, როგორც ფოტოები. იაკობაშვილს არ უყვარს შვილის შესახებ საუბარი და არც მისი ფოტოები მოიპოვება ინტერნეტში.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
700000
თან წაიღებენ:::::))))))))))
15:07 / 24-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS