13 ივნისი, 2013
ცნობილი ლამაზმანები ზაფხულს პლაჟზე ხვდებიან
ჯულია რობერტსის მკვრივ სხეულს რომ უყურებ ფირუზისფერ საცურაო კოსტიუმში, ვერ იტყვი, რომ ეს ქალი უკვე 44 წლის არის. ჯულია ხშირად ამბობს, ისე უყვარს ჰავაის პლაჟები, მისი ნება რომ იყოს, მუდმივად იქ იცხოვრებდა. 
ზაფხული დადგა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინ არის ნანატრი შვებულება, მზე, ზღვა, სანაპირო! ჰოლივუდის ვარსკვლავებმა რა ხანია მიაშურეს მსოფლიოს ცნობილ პლაჟებს - მაიამის, ლოს-ანჯელესის, ჰავაის. გარუჯვას ისინი არც ზამთარში იკლებენ, თუმცა ახლა, რაც დაცხა, პრაქტიკულად სულ სანაპიროზე ატარებენ დროს.

პამელა ანდერსონმა ''მალიბუს
მაშველის'' წითელი საცურაო კოსტიუმი აჟურულ ბიკინებზე გაცვალა და ნაზი ცისფერი პარეოც შემოირტყა თეძოებზე. ''ვგიჟდები ოკეანეზე, შეიძლება ითქვას, რომ პლაჟზე გავიზარდე. ეს მეხმარება ფორმის შენარჩუნებაში. გარდა ამისა, პლაჟზე შესანიშნავად შეიძლება გარუჯვა'', - ამბობს პამელა.
Rating
ბრიტანელებისთვის კელი ბრუკი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალია. მისი ნახვა ყველაზე ხშირად პლაჟებზე შეიძლება და მის სანახავად ეს ალბათ ყველაზე სასურველი ადგილიცაა. მომხიბვლელი კელი ნებისმიერ საცურაო კოსტიუმში მშვენივრად გამოიყურება, მით უმეტეს, თავისი საკუთარი კოლექციის ბიკინებში.

ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოცურავე და პლაჟების მუდმივი სტუმარი ჯესიკა ალბაა. ბევრისგან განსხვავებით, ჯესიკას რეალურადაც მოხდენილი ტანი აქვს და არა მხოლოდ ჟურნალების გარეკანებზე. ამის დემონსტრირებას ხშირად ახდენს ოკეანის სანაპიროზე. იგი უკვე ორი შვილის დედაა, მაგრამ მის სხეულს ამან ვერაფერი დააკლო.

პერის ჰილტონი ტრადიციულად მოდური საცურაო კოსტიუმების რეკლამას აკეთებს პლაჟებზე და... მეგობარი მამაკაცების. ამჯერად მორიგ ბიჭთან ერთად სტუმრობს მაიამის და მშვენივრად ატარებს დროს.

Rating
ჯულია რობერტსის მკვრივ სხეულს რომ უყურებ ფირუზისფერ საცურაო კოსტიუმში, ვერ იტყვი, რომ ეს ქალი უკვე 44 წლის არის. ჯულია ხშირად ამბობს, ისე უყვარს ჰავაის პლაჟები, მისი ნება რომ იყოს, მუდმივად იქ იცხოვრებდა.

]Rating
ევა ლონგორია ბოლო დროს ცოტა მოსუქდა. ეს განსაკუთრებით პლაჟზეა შესამჩნევი, თუმცა ევა არ ერიდება გაშიშვლებას და ბიკინებით დადის ქვიშაზე.

Rating
კელი ოსბორნი ისე გახდა, რომ ახლა თამამად ატარებს დროს ღია ბიკინით. ავსტრალიაში თავისი ქალური ფორმები გამოაჩინა და ამაყად დასეირნობდა წითელი საცურაო კოსტიუმით.

წელს შესანიშნავი აღნაგობა გამოაჩინეს ახალ საცურაო კოსტიუმებში სელენა გომესმა, ჰაიდი კლუმმა, ოლივია უაილდმა, ამბერ როუზმა, ჯენიფერ ლოურენსმა და ჟიზელ ბიუნდჰენმა.

ჟურნალი "რეიტინგი"

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS