20 აგვისტო, 2014
მერიემ უზერლი ქიოსემ სულთნის როლით ბრუნდება – ახალი ინტრიგა 2015 წელს
შესაძლოა, მართლა ასე იყოს და სავჯიმ კიდევ ერთი ვარსკვლავი აღმოაჩინოს 2013 წლის ზაფხულში ''დიდებული საუკუნის'' მაყურებლების მთავარი კითხვა იყო, დაბრუნდებოდა თუ არა სერიალში მერიემ უზერლი და ვინ შეასრულებდა შეუდარებელ ჰიურემს, სულეიმან სულთანის დიდებული სიყვარულის როლს. მერიემმა ბავშვი გააჩინა და სერიალში არ დაბრუნებულა. თუმცა ეს თემა გასულ ზაფხულს წლის მთავარ ინტრიგად დარჩა.

როგორც ჩანს, სერიალის შემქმნელ ''ტიმს პროდაქშენის'' პროდიუსერ ტიმურ სავჯის უყვარს აუდიტორია დაძაბული ამყოფოს და სულ დაუტოვოს კითხვები, თუ ვინ შეასრულებს ამა თუ იმ როლს.

Rating

ცნობილი გახდა, რომ მისი საპროდიუსერო ჯგუფი ახალ სერიალს გადაიღებს. 2015 წლის ბოლოს ეკრანებზე ოსმალეთის იმპერიაზე ახალი სერიალი ''ქიოსემ სულთანი'' გამოვა. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვინ ითამაშებდა მთავარ როლს, ტიმურმა ორაზნოვნად უპასუხა, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ყველასთვის უცნობ მსახიობს მოიწვევდა. ისეთი, როგორიც ''დიდებულ საუკუნემდე'' მერიემ უზერლი იყო.

შესაძლოა, მართლა ასე იყოს და სავჯიმ კიდევ ერთი ვარსკვლავი აღმოაჩინოს, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ უკვე შერჩეულია მთავარი მოქმედი გმირი და ჯერჯერობით მის სახელს საიდუმლოდ ინახავს.

2014 წლის მთავარი ინტრიგაა, ვინ ითამაშებს ქიოსემ სულთანის როლს. პრესაში უკვე გაჩნდა ვერსიები, თუ ვის შეიძლება ერგოს ეს როლი. პირველი ვერსია იყო მერიემ უზერლი. ცოტა მოგვიანებით პრესაში როლზე განიხილავდნენ ბერენ საათის და ხაზალ კაიას. ერთი თვეც არ იყო გასული რაც გადაღებების შესახებ გახდა ცნობილი და კიდევ ორი მსახიობის გვარი დასახელდა.

Rating

დადის ხმები, რომ მთავარ როლს შეასრულებს ჰანდე დოგანდემირი, რომელიც მთავარ როლს ასრულებს სერიალში ''მზის მოლოდინში''.

მეორე კანდიდატურაა ტუბა ბიუკიუსტიუნი. ერთ ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი თურქეთში. მისი სიტყვებით ის მოლაპარაკებებს აწარმოებს ტიმურ სავჯისთან. შესაძლოა, საუბარი ქიოსემის როლზე მიმდინარეობს.

მოკლედ, კითხვა მერიემი თუ სხვა მსახიობი 2014 წლის ზაფხულშიც აქტუალურია.

ქიოსემ სულთანი (1590-1651) ოსმალეთის სულთნის აჰმედ 1-ის ცოლი და სულთან მურად მე-4 ის და იბრაჰიმ 1-ის დედა იყო. შვილების მმართველობის დროს იყო დედა სულთანი. მაჰფეიქერ ქიოსემ სულთანი ითვლება ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად.

კესო ლაღიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS