19 აგვისტო, 2014
რა საიდუმლო გაუმხილა ჟურნალისტებს ''დიდებული საუკუნის'' იბრაჰიმმა
თუ ალაჰი ინებებს, ერთი წლის მერე სერიოზულად დავფიქრდებით საქართველოში თურქული სერიალი ''დიდებული საუკუნე'' ძალიან პოპულარულია. რასაკვირველია, დიდია ინტერესი მთავარი როლის შემსრულებლების მიმართ.

ერთ-ერთ მთავარ როლს იბრაჰიმს, თურქი ფლეიბოი ოკან იალაბიკი ასრულებს.
ოკანმა რამდენიმე ხნის წინ გულახდილათ უამბო ჟურნალისტებს შეყვარებულთან ხანკე დოგარდემინთან ქორწილის გეგმების შესახებ.

წყვილი უკვე დიდი ხანია ერთმანეთს ხვდება და ბევრს გაუჩნდა კითხვა, აპირებენ თუ არა თავიანთი ურთიერთობის დაკანონებას.

ცოტა ხნის წინ ჟურნალისტები წყვილს ერთ-ერთ თურქულ პრესაში გადააწყდნენ და შანსი არ გაუშვეს ხელიდან, ყველასთვის
საინტერესო კითხვა დაუსვეს, რაზეც იბრაჰიმმა უპასუხა, ''ჯერ ქორწილს არ ვგეგმავთ, მაგრამ თუ ალაჰი ინებებს, ერთი წლის მერე სერიოზულად დავფიქრდებით ამ თემაზე''.

კესო ლაღიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS