13 აგვისტო, 2014
რობინ უილიამსის ათი ციტატა, რომელიც ცხოვრებაზე დაგაფიქრებთ...
კარგი იქნება გავიხსენოთ რამდენიმე ციტატა მისი მრავალრიცხოვანი ინტერვიუებიდან 12 აგვისტოს 63 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი, ოსკარის მფლობელი მსახიობი რობინ უილიამსი. დიდი მსახიობი ასევე ცნობილი იყო თავისი შოუებით, სადაც ვირტუოზულად აკეთებდა ხმების იმიტაციას. სანამ სპეციალისტები იკვლევენ უილიამსის სიკვდილის მიზეზებს (პირველადი ვერსიით მან თავი მოიკლა), კარგი იქნება გავიხსენოთ რამდენიმე ციტატა მისი მრავალრიცხოვანი ინტერვიუებიდან.

1) მსოფლიოს ქალები რომ მართავდნენ, ომი არ იქნებოდა. იქნებოდა მხოლოდ ძალიან დაძაბული მოლაპარაკებები 28 დღეში ერთხელ.

2) არასდროს იკამათოთ ულამაზო ხალხთან, მათ ხომ დასაკარგი
არაფერი აქვთ.

3) ''გაყრა'' ლათინურიდან რომ თარგმნოთ ნიშნავს, მამაკაცი დატოვო გენიტალიების გარეშე მისი საფულის მეშვეობით.

4) პრობლემა იმაშია, რომ ღმერთმა მამაკაცები ტვინის და პენისის მოცემით იმდენი რაოდენობის სისხლითაც ''დაგვასაჩუქრა'', რომ ჩვენ შეგვიძლია მონაცვლეობით მხოლოდ ერთი ორგანოს გამოყენება.

5) მთლიანად თავისუფალი ადამიანი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ძილში. ასე იყო ყოველთვის და მუდამ ასე იქნება.

6) გავიგე, რომ იესო ებრაელი არაა. არ დაიჯეროთ. 33 წლის ასაკში ბიჭი დასაოჯახებელია. მშობლებთან ცხოვრობს და მათთან მუშაობს. დედა დარწმუნებულია, რომ ის ღმერთის საჩუქარია, ებრაელია და ამაზე ნურც იკამათებთ.

7) ბალეტი, ესაა როცა მამაკაცებს ისეთი ვიწრო შარვლები აცვიათ, რომ შესაძლებელია, გაარკვიო, რომელ რელიგიას მიეკუთვნებიან.

8) დალევას თავი დავანებე იმიტომ, რომ მთელი ღამე დალევის შემდეგ ყოველთვის გიწევს პასუხი აგო. იღვიძებ და სალოცავად მიდიხარ, ღმერთო შემიწყალე.

9) იმ მომენტში, როდესაც ოსკარის გადმოცემის ცერემონიაზე შენს სახელს აცხადებენ, ინგლისური ენა მაგიის დახმარებით წყვეტს იყოს შენი მშობლიური ენა.

10) ადრე ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში ყველაზე ცუდი რაც შეიძლება, რომ მოხდეს, ეს მარტო დარჩენაა. სინამდვილეში ასე არაა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ისეთი ადამინების გვერდით იყო, ვისთან ერთადაც თავს მარტო იგრძნობ.

მერი კობიაშვილი

ბეჭდვა