13 აგვისტო, 2014
თურქ მსახიობ მამაკაცთა ტოპათეული

მსოფლიოს ფოტომოდელთა კონკურსზე ვერცხლის მედალიც აქვს აღებული

თურქული კინემატოგრაფი კარგა ხანია, ჩვენს ყოფაში შემოიჭრა. სერიალების მსახიობებს შორის ბევრი თავისი გარეგნობით, სექსუალური სხეულითა თუ მიმზიდველი გამოხედვით გვხიბლავს. თურქეთში თავიანთი მსახიობები განსაკუთრებულად უყვართ, ხშირად ავლენენ საუკეთესოებს გარეგნული მონაცემებითა თუ ნიჭიერებით. ამჯერად, მათი ვერსიით, ყველაზე ლამაზი თურქი მსახიობი მამაკაცების საუკეთესო ათეულს გთავაზობთ. ბევრი მათგანი სერიალების მოყვარულთ კარგად ეცნობა.

1. პირველ ადგილზე კი ენგინ აკიურეკი დაასახელეს. მან მსახიობობა სწორედ პოპულარობის მოსახვეჭად გადაწყვიტა და გამოუვიდა კიდეც. რამდენიმე თურქულ სილამაზის კონკურსში გამარჯვების
შემდეგ გადაიღეს კინოში. არაერთხელ მიუღია თურქეთის ყველაზე ლამაზი მსახიობი მამაკაცის ტიტული. ცნობილია სერიალებით ''უდანაშაულო'', ''ბედი''.


Rating

2. ბურაკ ოზჩივიტი - დღეს ცნობილი მსახიობია, ადრე კი ძირითადად ფოტომოდელობით გაითქვა სახელი. მსოფლიოს ფოტომოდელთა კონკურსზე ვერცხლის მედალიც აქვს აღებული. გატაცებულია მუსიკით და ალბომის გამოშვებაც აქვს დაგეგმილი. სერიალები: ''დიდებული საუკუნე'', ''სტამბოლის საიდუმლოებები''.

Rating

3. მურატ ილდირიმი - მისი წარმატება ადრეულ ბავშვობაში დაიწყო. მაშინ უფრო მუსიკისკენ ჰქონდა მიდრეკილება, მერე კი მსახიობობა არჩია. ცნობილი სერიალებია ''სიყვარული და სასჯელი'', ''დიდი სიცრუე''. არაერთხელ მიუღია ''წლის საუკეთესო მსახიობის'' პრემია.

Rating

4. ქენან კალავი - თურქული კინო საბჭოთა მაყურებელმა პირველად სწორედ ''მომღერალი ჩიტი იადონით'' შეიყვარა, რომელშიც ქენანი ასრულებდა მთავარ როლს. ამ ფილმის წარმატების შემდეგ გარკვეულ ხანს ჩრდილში იყო - ნარკოტიკების გავრცელებისთვის დააპატიმრეს. 1999 წელს ისევ დაბრუნდა კინოში და დღესაც სერიალებში თამაშობს.

Rating

5. ქივანჩ ტატლიტუღი - მას თურქ ბრედ პიტს უწოდებენ, იგი პოპულარული მსახიობი და მოდელია. ცნობილია სერიალებიდან ''ეზელი'', ''აკრძალული სიყვარული''.

Rating

6. ჰალიტ ერგენჩი – ყველასთვის ცნობილი თურქი მსახიობი. მსახიობობის გარდა წარსულში მო-ცეკვავედ და მომღერლად მუშაობდა, ცნობილ თურქ მომღერალ აიშა პეკასთან ერთად გამოდიოდა. ყვე-ლაზე ცნობილი ფილმებია ''დიდებული საუკუნე'', ''1001 ღამე''.

Rating

7. მეჰმეთ გუნსური - მეჰმეთი მსახიობობის გარდა მუსიკალური კოლექტივის პროდიუსერია, ასევე უცდია მოდელობა. ცნობილია სერიალებით ''დიდებული საუკუნე'', ''კარგი მამა''. 

Rating

8. ქენან იმირზალიოღლუ -
ღარიბ ოჯახში დაიბადა 1974 წელს და მძიმე შრომითY შოულობდა ფულს ოჯახისთვის. მერე დაიწყო ფოტომოდელობა, რამაც მსახიობობამდეც მიიყვანა. არაერთხელ დაასახელეს თურქეთის საუკეთესო მოდელად, ასევე აქვს ''მსოფლიოს საუკეთესო მოდელის'' ტიტული. ცნობილია სერიალებით ''ეზელი'', ''დრაკონის გზა''.

Rating

9. ტუნა ონური -
ისიც არ არის მხოლოდ მსახიობი, სახელი მოდელობითაც გაითქვა. 1985 წლის 9 სექტემბერს არის დაბადებული თურქეთის ქალაქ კანაკალში. ცნობილია სერიალებით ''ცხოვრება გრძელდება'', ''არაბული ღამეები''.

Rating

10. ქერემ ჯემი -
გარდა მსახიობობისა, ქერემი მომღერალიც არის. ასევე ტელეწამყვანად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 35 წელს გადასცდა, კვლავ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

ჟურნალი ''რეიტინგი''

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
მე
ქივანჩ ტატლიტუგი ყველაზე სიმპატიურია :)
19:31 / 06-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკა
თურქებთან რა გინდათ,თვითონ ქართველები ჭამენ ერთმანეთს,ზიზღისა და ბოღმის ნთხევა ანიჭებთ ბედნიერებას..
22:04 / 14-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალი
მურატი ყველას მირჩევნია
21:39 / 14-12-2014
გამოხმაურება / 0 /
sofiA
ნათია... როგორ მეცოდება თქვენნაირი ქალბატონები. თურქებმა წაგვლეკეს და თქვენ ვიღაც უჯიშო თურქი მსახიობის ყველანაირი მონაცემბით ინტერესდებით :( ვაი, ჩვენი ცოდოოოოოოოოო
10:46 / 21-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თეო
ბილალის ნამდვილი სახელია სარფ აკკაია.
03:14 / 21-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS