11 ივნისი, 2013
ბერენის ბეჟო რეჟისორი მამისა და რეჟისორი ქმრის ნებიერა მსახიობი

ბერენისი და მიშელი ნათელი მტკიცებულებანი არიან იმისა, რომ ცოლ-ქმრის ერთობლივი მუშაობა კარგი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს. წყვილმა ერთმანეთი ფილმის „აგენტი 007“ -ის გადაღებებზე გაიცნო, რომელიც 2006 წელს გამოვიდა გაქირავებაში. ფრანგმა მსახიობმა ბერენის ბეჟომ კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მიიღო ფილმ „წარსულში“ შესრულებული როლისთვის. ფრანგი ბერენისის ნამუშევარი ირანელი ასგარ ფარხადის ფილმში საუკეთესოდ აღიარეს ქალთა შორის. ჯილდო მას ორლანდო ბლუმმა გადასცა.
ბერენისი აქამდე ცნობილი იყო „რაინდის ამბავში“ , ასევე ოსკაროსან ფილმ „არტისტში“ შესრულებული როლებით. ფრანგული „სეზარის“ მფლობელია
და „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი.
ბერენისი 1976 წლის 7 ივლისს დაიბადა ბუენოს აირესში, არგენტინაში, არგენტინელი რეჟისორის მიგელ ბეჟოს ოჯახში. სამი წლის იყო, როცა ოჯახი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად.
ბეჟოს სამსახიობო დებიუტი შედგა 1996 წელს, როცა ფრანგულ ტელეფილმ „მამაკაცების ამბებში“ შეასრულა როლი. პირველი სერიოზული როლი კინოში ითამაშა 2000 წელს - ჟერარ ჟიუნოს „ყველაზე პერსპექტიულ მსახიობში“ , და მსოფლიო კინოკრიტიკოსების აღიარებაც ხვდა წილად.
Rating
2011 წელს ბერენისმა ქალის მთავარი როლი ითამაშა თავისი ქმრის, რეჟისორ მიშელ ხაზანავიჩუსის მუნჯ კომედიაში „არტისტი“ , რომელშიც პარტნიორობა ჟან დიუჟარდენმა გაუწია. ამ უკანასკნელმა „ოსკარიც“ მიიღო ამ ფილმში. ბერენისისთვისაც დიდი აღიარება იყო ეს სურათი, მრავალ პრესტიჟულ კინოფესტივალსა და დაჯილდოების ცერემონიაზე ერგო ნომინაციები და ჯილდოები, 2012 წლის დეკემბერში კი, ფრანგული გაზეთ „ლე ფიგაროს“ ვერსიით, წლის 20 გავლენიან ქალს შორის აღმოჩნდა.
ბერენისსა და მის ქმარს ორი შვილი ჰყავთ - ქალ-ვაჟი, ლუსიენი და გლორია.
ბერენისი და მიშელი ნათელი მტკიცებულებანი არიან იმისა, რომ ცოლ-ქმრის ერთობლივი მუშაობა კარგი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს. წყვილმა ერთმანეთი ფილმის „აგენტი 007“ -ის გადაღებებზე გაიცნო, რომელიც 2006 წელს გამოვიდა გაქირავებაში.
მიშელი ნამდვილი ფრანგია, წარმოშობით არგენტინელი ცოლისგან განსხვავებით. ბერენისზე 9 წლით უფროსია, თუმცა ასაკში სხვაობა არაფერი აღმოჩნდა მათ დიდ გრძნობასთან შედარებით და უკვე მეშვიდე წელია ერთად ცხოვრობენ. სხვათა შორის, მათთან და მათ ორ საერთო შვილთან ერთად ცხოვრობენ ასევე მიშელის ქალიშვილები წინა ქორწინებიდან - სიმონა და ფანტინა. რეჟისორის პირველი ცოლი ასევე რეჟისორი ვირჯინია ლოვისონი გახლდათ.
მას მერე, რაც წყვილი ერთად არის, ბერენისი ქმრის თითქმის ყველა ბოლო ნამუშევარში მონაწილეობს. ამჯერად კი ირანელი რეჟისორის მიერ გადაღებულმა ფილმმა მოუტანა დიდი აღიარება.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS