25 ივლისი, 2014
რუსმა ვარსკვლავებმა ''ახალ ტალღაზე'' უკრაინის მხარდასაჭერად ფლეშ-მობი მოაწყვეს
როგორც ჩანს, უკრაინის მიმართ სოლიდარობა მხოლოდ იუმორისტს არ გააჩნია გასაოცარია, მაგრამ ბოლო წლებში რუსული ესტრადის პრიმადონა, ალა პუგაჩოვა, რომელიც ყველა ხელისუფლების ჭკუაზე დადიოდა და თავის მხრივ, ყველა ხელისუფლებას თავის ჭკუაზე ატარებდა, ვლადიმირ პუტინს აღარ წყალობს.

უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაშიც საკმაოდ გამოკვეთილი და მყარი პოზიცია აქვს. ამას წინათ, თავისი ''ტვიტერის'' გვერდზე დაწერა: ''რუსეთს, რომელიც 23 წელია, ომობს, სურს უკრაინა, რომელსაც არასდროს უომია, წარმოაჩინოს თავისივე მოქალაქეების მკვლელ-ქვეყნად.

Rating

ამის აბსურდულობა მთელი მსოფლიოსთვის თვალსაჩინოა''. მოგვიანებით, იუმორისტ და მომღერალ თემურ როდრიგესის
ქებაც არ დაიზარა და სოციალურ ქსელში მისი ფოტოც გააზიარა, სადაც როდრიგესი უკრაინის დროშიოს ფერებში გადაწყვეტილ სამოსშია გამოწყობილი.

Rating


Rating
როგორც ჩანს, უკრაინის მიმართ სოლიდარობა მხოლოდ იუმორისტს არ გააჩნია, ''ახალი ტალღის'' წითელ ხალიჩაზე მას სხვა ცნობილმა სახეებმაც მიბაძეს, ეს ერთგვარი ფლეშ-მობი უკრაინელებმა მხარდაჭერად უნდა მიიღონ. ფოტოებში ეს კარგად ჩანს...

სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS