09 ივნისი, 2013
თავსაფრიანი ვარსკვლავები
გამორჩეული სტილის შესაქმნელად შეგიძლიათ მაგალითი ბებიებისგან აიღოთ. სწორედ ასე მოიქცნენ ვარსკვლავები, რომლებმაც არჩევანი თავსაფრებზე შეაჩერეს. რიანა ერთადერთი არ არის, რომელიც ქუჩაში მკვეთრ თავსაფარში გამოწყობილი გამოვიდა, ამგვარ არჩევანს შერონ სტოუნი და კორტნი ლავიც ხშირად მიმართავენ. 
ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია - ამ გამოთქმის ჭეშმარიტებას კიდევ ერთხელ ამტკიცებს რიანას ჩაცმულობა. მომხიბვლელმა ქალბატონმა ელეგანტური სტილის შესაქმნელად თავსაფარი წაიკრა და... ძალიან დაემსგავსა ოდრი ჰეპბერნს თუ არა, ვიღაცის ბებიას მაინც.
Rating
გამორჩეული სტილის შესაქმნელად შეგიძლიათ მაგალითი ბებიებისგან აიღოთ. სწორედ ასე მოიქცნენ
ვარსკვლავები, რომლებმაც არჩევანი თავსაფრებზე შეაჩერეს. რიანა ერთადერთი არ არის, რომელიც ქუჩაში მკვეთრ თავსაფარში გამოწყობილი გამოვიდა, ამგვარ არჩევანს შერონ სტოუნი და კორტნი ლავიც ხშირად მიმართავენ.
Rating
ექსტრავაგანტურმა მომღერალმა და დიზაინერმა რიანამ წინააღმდეგობრივი, მაგრამ საინტერესო სახე შექმნა - თავსაფარი და შანელის რეტროსტილის მრგვალი სათვალე, რომლებიც აქამდე თითქოს ღრმად ამოჭრილი პატარა შავი კაბისგან განცალკევებით არსებობდნენ, ერთმანეთს შეუხამა.
Rating
თავსაფარი სლავური ქვეყნების, განსაკუთრებით რუსეთისა და უკრაინის, ნაციონალური თავსაბურავია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამ ქვეყნების ვარსკვლავები ხშირად იყენებენ მას, მაგალითად, ულიანა სერგეენკო, ვიკა გაზინსკაია, მიროსლავა დუმა.
თავსაფარი, როგორც აღვნიშნეთ, სხვადასხვა ასოციაციას იწვევს - ბებიებიდან დაწყებული, დახვეწილი ოდრი ჰეპბერნით დასრულებული, რომელსაც, სხვათა შორის, ძალიან უყვარდა ეს აქსესუარი.
Rating
თავსაფრების თემამ მსოფლიო პოდიუმებზე თამამად შეაღწია - არჩევანი ფართოა, ზოგიერთ კოლექციაში ტრადიციულ აბრეშუმისა და ბამბის თავსაფრებთან ერთად ბეწვისა და სხვა მასალისგან დამზადებული მოდელებიც უხვადაა წარმოდგენილი.

ჟურნალი რეიტინგი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS