18 ივლისი, 2014
''კრასავჩიკი'' მალკოჩოღლუ ბალი ბეი ძალით დააქორწინეს
სამწუხაროდ მაყურებლები არ ფიქრობენ, როგორ უჭირთ მსახიობების მეორე ნახევრებს ამ ყველაფრის მოთმენა ქართველი მაყურებელი უკვე დიდი ხანია თვალს ადევნებს თურქულ სერიალ ''დიდებულ საუკუნეს'', სადაც მალკოჩოღლუ ბალი ბეის როლს ''კრასავჩიკი'' ბურაკ ოზჩივიტი ასრულებს. რატომღაც მსახიობის თაყვანისმცემლებს ყოველთვის უჩნდებათ სურვილი, ბურაკი იმ მსახიობზე დააქორწინონ, ვისთან ერთადაც სერიალში თამაშობს.

ახლა ბურაკი ქემრანის როლს ასრულებს სერიალ ''მომღერალ ნარჩიტაში''. თურქეთში ამ სერიალის რიმეიქს იღებენ. სერიალში ქემრანის და ფრედეს ერთმანეთი უყვართ. ორი მოსიყვარულე გული წლების განმავლობაში იტანჯება. ბევრი რამ უშლით ერთად
ყოფნაში ხელს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად მთავრდება.

მაყურებელმა, საკუთარი სურვილით დააქორწინა ფერედეს და ქემრანის გმირები რეალურ ცხოვრებაში და მათი ქორწილის ფოტოც კი გაავრცელეს. რასაკვირველია, ფოტოს რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და მხოლოდ ფოტოშოპია.

Rating

სამწუხაროდ მაყურებლები არ ფიქრობენ, როგორ უჭირთ მსახიობების მეორე ნახევრებს ამ ყველაფრის მოთმენა. ბალი ბეის როლის შემსრულებელს უკვე დიდი ხანია, რაც მეორე ნახევარი-ჯეილან ჩაპა ჰყავს. თურქული პრესა ძალიან ხშირად უსერავს გულს საწყალ ჩაპას ბურაკის რომანებზე წერით.

Rating

ჯეილანს რკინის ნერვები აღმოაჩნდა. გოგონა ეჭვიანობის სცენებს არასოდეს მართავს და საზოგადოებაში ყოველთვის მომღიმარი და მხიარული ჩნდება.

კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS