07 ივნისი, 2013
ცნობილების ყველაზე ლამაზად მოწყობილი სახლები
ამ ბინის ერთ-ერთი თავისებურებაა ავტომანქანის დაყენების შესაძლებლობა პირდაპირ საცხოვრებელი ბინის სართულზე. სახლს საავტომობილო ლიფტი აქვს, რომელსაც მანქანა მეპატრონის სართულზე აჰყავს. ჰოლივუდის ვარსკვლავებს, როგორც წესი, ძვირად ღირებული სასახლეები აქვთ, თანაც, რამდენიმე. ამჯერად რამდენიმე ვარსკვლავურ ინტერიერს დავათვალიერებთ და მოდისა და გემოვნების ეტალონებად ქცეული ქალბატონების სახლებს შევავლებთ თვალს.

Rating
ჯეი ლოს პასტელურ ფერებზე აქვს აქცენტი გაკეთებული, არამკვეთრ ოქროსფერ დეტალებს ვერცხლისფერებიც ემატება. ასევე სურათების სერია, რომლებშიც არ არის ბევრი ფერი, მაგრამ ძალიან ელეგანტურია. ჯეი ლოს სახლი ვილაა საკუთარი ნავმისადგომით, მეკოქსის
ყურის ნაპირზე და 18 მლნ დოლარად იყიდა. სახლის ფართობი 1260 კვადრატული მეტრია. სამი სართულია, შვიდი საძინებლით და ცხრა სააბაზანოთი. ფანჯრებიდან ოკეანის ხედი იშლება. სახლთან არის დიდი მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია ბაღი, აუზი და სახლი სტუმრებისთვის.

Ratingნიკოლ კიდმანისა და მისი ქმრის ბინა ნიუ-იორკში, მანჰეტენზეა და 300 კვადრატული მეტრის ფართისაა. სახლში ხუთი საძინებელი და ხუთი სააბაზანოა. ნიკოლმა ის ერთ მლნ დოლარად იყიდა. ბინას ორი ტერასა აქვს და შესანიშნავი ხედი იშლება ნიუ-იორკის მთავარ ქუჩაზე. ინტერიერი ლაკონურია, ცოტა მკაცრიც და ძალიან ელეგანტური. ამ ბინის ერთ-ერთი თავისებურებაა ავტომანქანის დაყენების შესაძლებლობა პირდაპირ საცხოვრებელი ბინის სართულზე. სახლს საავტომობილო ლიფტი აქვს, რომელსაც მანქანა მეპატრონის სართულზე აჰყავს.

Ratingნატალი პორტმანს რამდენიმე სახლი აქვს. ამჯერად მისი ლოსანჯელესური საცხოვრებელი დავათვალიეროთ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია. სახლის ფართი 450 კვადრატული მეტრია. ინტერიერი ჰაეროვანი და მსუბუქია, გარშემო ჰარმონიული კომპოზიციებია. სახლში არის ოთხი საძინებელი, ორი სააბაზანო, შიდა ეზო აუზით, რომლიდანაც მთავარ ჰოლში შეიძლება მოხვედრა. სახლთან არსებულ ნაკვეთზე ორი პატარა სახლია სტუმრებისთვის, რომლებშიც ვარსკვლავის მეგობრები და ახლობლები კომფორტულად თავსდებიან. პორტმანს რამდენიმე სახლი აქვს. ამჯერად მისი ლოსანჯელესური საცხოვრებელი დავათვალიეროთ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია. სახლის ფართი 450 კვადრატული მეტრია. ინტერიერი ჰაეროვანი და მსუბუქია, გარშემო ჰარმონიული კომპოზიციებია. სახლში არის ოთხი საძინებელი, ორი სააბაზანო, შიდა ეზო აუზით, რომლიდანაც მთავარ ჰოლში შეიძლება მოხვედრა. სახლთან არსებულ ნაკვეთზე ორი პატარა სახლია სტუმრებისთვის, რომლებშიც ვარსკვლავის მეგობრები და ახლობლები კომფორტულად თავსდებიან.

Ratingსარა ჯესიკა პარკერმა და მისმა ქმარმა მეთიუ ბროდერიკმა ნიუ-იორკში სახლი 18 მლნ დოლარად იყიდეს. მისი ფართობი 6800 კვადრატული მეტრია. ხუთ სართულზე ექვსი საძინებელი და ხუთი სააბაზანოა, შვიდი ბუხარი, უსაფრთხოების სისტემა და ბევრი სხვა კომფორტული დეტალი. სარას ბინაც სინაზითა და პასტელური ფერებით გამოირჩევა. არც აქ არის ბევრი ძვირად ღირებული ავეჯი, ყველაფერი მარტივი და მოსახერხებელია.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტო გალერეა
კომენტარი / 6 /
კონჩიტა
მართალც გემოვნებით აწყობენ ამ სახლებს. უფრო მღრად ჩამეუფლია რომ ვარსკვლავებს არაჩვეულებრივი გემოვნება აქვთ და ამ გემოვნებას მათ სახლებშიც კარგად იყენებენ ამას. დძაან მაგარია.
15:51 / 28-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ანა
ძაან მაგარი სახლებია დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ერთხელ მაინც დამპატიჟონ მაინც!
15:48 / 28-04-2016
გამოხმაურება / 0 /
102010
თუ ფულუ გაქვს სახლის მოწყობა არ არის რთული,ამიტომ უნდა იყიდო რამოდენიმე სახლი ვილა და ა.შ.მით უმეტეს ახლა ასეტი ტენდენციააააააა:))) მნიშვნელობა არ აქვს ფული რა გზით იშოვე...მოკვდები და თან გატანენ ყველაფერს,ასე რომ არავითარი ქველმოქმედება!!!!!!!!!!!!!!
18:06 / 23-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ჩემთვის ძნელი იქნებოდა ისეთ სახლში ცხოვრება, რომელიც მუზეუმს გავს.თუმცა ჩემ სახლს მინც ყველა ჯობია
18:50 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ტამარი
გემოვნებაზე არ დაობენ. ტუმცა პრაქტიკული ხალხია არ ყიდულობენ ზვირადგირებულ ნივტებს, ყიდულობენ მხოლოდ იმას რაც ჰირდებატ და არა სამარიაჯოდ, სხვების დასანახად. აქ რომ მტელი ცხოვრება ქუხნებსი ატარებენ და გაწყობილ მეორე სარტულზე რომ მიცვალებულს დაასვენებენ.ჰა ციტო ციტუნია გემოვნებაა არა?
17:28 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS