11 ივნისი, 2014
ფსიქიკურად შეშლილი მწერლები, რომლებმაც მსოფლიოს დიდებული იდეები მისცეს
მას ცოლად თავისი ბიძაშვილი, 13 წლის ვირჯინია ჰყავდა ცნობილ მწერლებს შორის ბევრი იყო ისეთი, რომლებსაც ფსიქიკურად არაჯანსაღებად არა მხოლოდ მიიჩნევდნენ, დიაგნოზიც ჰქონდათ დასმული, თუმცა ეს ხელს არ უშლიდათ წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობაში.

პაციენტი #1. ედგარ ალან პო. ამერიკელი მწერალი და პოეტი. დიაგნოზი - სულიერი აშლილობა. სიმპტომები - სიბნელის შიში, გონების დაბინდვა, თვალთვალის მანია, არაადეკვატური საქციელი, ჰალუცინაციები.
უკვე 1830-იანი წლების ბოლოდან ედგარ პო ხშირი დეპრესიით იტანჯებოდა. გარდა ამისა, ალკოჰოლს ეძალებოდა, რაც მის ფსიქიკაზე ცუდად აისახებოდა: მთვრალი ნამდვილ
შეშლილს ემსგავსებოდა. ალკოჰოლს მალე ოპიუმიც მიემატა. პოს სულიერი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესა მისი ახალგაზრდა ცოლის მძიმე დაავადებამ. მას ცოლად თავისი ბიძაშვილი, 13 წლის ვირჯინია ჰყავდა. ქორწინებიდან 7 წლის შემდეგ, 1842 წელს, ის ტუბერკულოზით დაავადდა და ხუთ წელიწადში გარდაიცვალა. მწერალმა საყვარელი ქალის სიკვდილი ვერ გადაიტანა და ორ წელიწადში გამოეთხოვა ამ ქვეყანას.

პაციენტი #2. ფრიდრიხ ნიცშე. გერმანელი ფილოსოფოსი. დიაგნოზი - ბირთვული მოზაიკური შიზოფრენია. სიმპტომები - განდიდების მანია - ავრცელებდა ბარათებს ტექსტით: ''ორ თვეში დედამიწაზე პირველი ადამიანი გავხდები'', მოითხოვდა კედლებიდან სურათების ჩამოხსნას, რამეთუ მისი ბინა იყო ''ტაძარი''; გონების დაბინდვა - ერთხელ ქალაქის მთავარ მოედანზე ცხენს კოცნიდა და ქუჩაში მოძრაობა გააჩერა; ძლიერი თავის ტკივილები, არაადეკვატური საქციელი. ცნობილია, რომ ავადმყოფი თავისი ფეხსაცმლიდან სვამდა თავისივე შარდს, ხშირად უაზროდ ყვიროდა, საავადმყოფოს დარაჯი ბისმარკი ეგონა და ა.შ.
ნიცშე სიცოცხლის ბოლო ოცი წელიწადი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი გახლდათ - თუმცა სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, მაგალითად - ''ასე იტყოდა ზარატუსტრა''. 11 წელი ფსიქიატრიულ კლინიკებში გაატარა, შინ მასზე დედა ზრუნავდა. მდგომარეობა სულ უფრო ურთულდებოდა, სიკვდილის წინ კი უმარტივეს ფრაზებსღა ამბობდა.

პაციენტი #3. ერნესტ ჰემინგუეი. ამერიკელი მწერალი. დიაგნოზი - მწვავე დეპრესია, გონებრივი აშლილობა. სიმპტომები - მიდრეკილება თვითმკვლელობისკენ, თვალთვალის მანია, ნერვული აშლილობები. 1960 წელს კუბიდან აშშ-ში დაბრუნდა. ტანჯავდა ხშირი დეპრესიები, შიშის გრძნობა. კარგა ხანს წერაც არ შეეძლო და ნებაყოფლობით დაწვა ფსიქიატრიულ კლინიკაში. ელექტროშოკის 20 სეანსი გაუკეთეს, რაზეც წერდა კიდეც. კლინიკიდან დაბრუნებული დარწმუნდა, რომ კვლავ არ შეეძლო წერა და პირველად მაშინ სცადა თვითმკვლელობა. მაშინ ახლობლებმა შეუშალეს ხელი. ცოლის თხოვნით, მკურნალობის კურსი ხელმეორედ გაიარა, მაგრამ იქიდან გამოსულმა მაინც არ გადათქვა თავისი და თავი მოიკლა.

მსგავსი დაავადებებით იტანჯებოდნენ ფრანც კაფკა, მას გამოხატული ნევროზი, დეპრესია ჰქონდა. ჯონათან სვიფტი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებით იტანჯებოდა და სიცოცხლის ბოლო წლებში ჭკუასუსტი გახდა; ჟან-ჟაკ რუსოს პარანოია ახასიათებდა, ნიკოლაი გოგოლს - შიზოფრენია, პერიოდული ფსიქოზი, ჰალუცინაციები, გი დე მოპასანს კი მთელი ცხოვრება ეშინოდა გაგიჟების. ორჯერ სცადა თავის მოკვლა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კლინიკაში მოათავსეს, სადაც აღესრულა კიდეც; ვირჯინია ვულფის დეპრესიული ხასიათის შესახებ კი ყველასთვის ცნობილია.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
111
დადგენილია, რომ ერნესტ ჰემინგუეის მართლაც უთვალთვალებდნენ და დევნის მანია უმიზეზოდ ნამდვილად არ ჰქონდა, თუმცა მისი არავის სჯეროდა :((
12:14 / 11-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ელზა
სამივე მიყვარს.სულ არ მაინტერესებს, გიჟები არიან თუ არა.
11:41 / 19-12-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
აი ნიცშეზე სად ამოიკითხეთ ეს ინფორმაცია, ცხენს კოცნიდა და მოძრაობა გააჩერა, მანქანების საცობი იყო ხო ? კაცი ცხენს ურტყამდა და გადაეფარა. და ზარატუსტრა ბოლო ორ წელში დაწერა ? საინტერესოა თქვენი მოსაზრება დიდად
22:33 / 17-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ან
ნიცშე და კაფკა სიფილით იყვნენ დაავადებულნი და მის ნიადაგზე განუვითარდათ ის დაავდადებები, რაზეც წერთ. ასე რომ ინფორმაცია ზუსტად და ბოლომდე უნდა იცოდეთ, ვიდრე წერას დაიწყებთ!
21:50 / 25-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS