04 ივნისი, 2013
ივანკა ტრამპის წარმატების საიდუმლო
თუ რაღაც მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და აუცილებლად უნდა ვიყო ოფისში, აუცილებლად მივდივარ ოფისში. ხოლო თუ ჩემს ქალიშვილს სჭირდება, რომ მასთან დავრჩე, შინ ვრჩები, თუმცა გამუდმებით მაქვს კავშირი კოლეგებთან. ბიზნესლედიმ ივანკა ტრამპმა თავისი წარმატების საიდუმლო მომუშავე დედებს გაუზიარა. მილიარდერ დონალდ ტრამპის 31 წლის ქალიშვილი, წარმატებული საქმიანი ქალი და თან დედა, ჰყვება, თუ როგორ ახერხებს ერთდროულად მილიონების შოვნას და ბავშვების აღზრდას.
სამკაულების, სუნამოებისა და ტანსაცმლის ბრენდის მფლობელმა ივანკა ტრამპმა ნამდვილად იცის, როგორ შეათავსოს დატვირთული სამუშაო გრაფიკი და
ხმაურიან ოჯახობაზე ზრუნვა.
მას და მის ქმარს 2 წლის ქალიშვილი არაბელა ჰყავთ, წლის ბოლოს კი მეორე შვილს ელოდებიან. იმავდროულად, ივანკას ბიზნესს ყოველ წელს სულ უფრო მეტი მოგება მოაქვს.
''სინამდვილეში, სულაც არ ვარ ჩაციკლული იმ იდეაზე, რომ აუცილებელია გამუდმებით დავიცვა ბალანსი ოჯახსა და სამუშაოს შორის. შევეგუე იმას, რომ ეს შეუძლებელია, - ამბობს ორსული ივანკა, - დროის გონივრული დაგეგმვა და მისაწვდომობა - აი, საკვანძო სიტყვები მათთვის, ვისაც სურს ბავშვების წარმატებით აღზრდა.
თუ რაღაც მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და აუცილებლად უნდა ვიყო ოფისში, აუცილებლად მივდივარ ოფისში. ხოლო თუ ჩემს ქალიშვილს სჭირდება, რომ მასთან დავრჩე, შინ ვრჩები, თუმცა გამუდმებით მაქვს კავშირი კოლეგებთან.
Rating
შეუძლებელია, იყოთ იდეალური მშობელი ყოველდღე. მთავარია, უბრალოდ, შეეცადოთ ამის კეთებას. ეს მარათონივით არის. დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ აუცილებლად უნდა იყოთ გულისხმიერი ბავშვის მოთხოვნილებებისადმი, თუმცა ასევე უნდა იყოთ მისაწვდომი სამსახურში და სხვა საქმეებისთვისაც''.
მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრე ყველაფერთან ერთად Trump Organization - ის ვიცე- პრეზიდენტია, მამასა და ორ ძმასთან ერთად.
თავის 2 წლის შვილზე ზრუნვას ივანკა ''ქაოსს'' უწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ჯერ პაწაწინაა, უკვე გაიზიარა დედის სიყვარული მოდისადმი. ''არაბელას არ შეუძლია, ისე გაატაროს დღე, რომ ჩემი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები არ ჩაიცვას. კიდევ, უყვარს ჩემს სამკაულებთან თამაში''.
მეორე ორსულობა ივანკას მსუბუქად გადააქვს და არც ეს უშლის ხელს, დრო არაბელასთან გაატაროს. ''მე და ჯარედი მოუთმენლად ველით ბავშვს. უკვე ვემზადებით იმისთვის, რომ მეორე შვილის გაჩენის შემდეგ ჩვენი სახლი კიდევ უფრო დიდი ქაოსით აივსება, - იცინის ივანკა, - მე ეს ძალიან მომწონს!''

ჟურნალი რეიტინგი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS