04 ივნისი, 2013
კანის კინოფესტივალის სენსაცია და სკანდალი
''კარდინალურად ცვლიან ქალების როლს საზოგადოებაში'' და დაიჩივლა, რომ დღეს ''ქალისთვის ყვავილების ჩუქება უწესო საქციელად იქცა''. კანის 88-ე კინოფესტივალი სენსაციით დასრულდა - მთავარი პრიზი, ''ოქროს პალმის რტო'', ერგო ფრანგი რეჟისორის აბდელატიფ კეშიშის ფილმს ''ადელის ცხოვრება'', რომელიც ერთსქესიან სიყვარულზეა.
უმაღლესი ჯილდო რეჟისორს მსახიობმა უმა თურმანმა გადასცა. ''მე ჩემი ფილმი მივუძღვენი ახალგაზრდობასა და თავისუფლებას, ახალგაზრდების უფლებას, უყვარდეთ და სრულყოფილად მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება'', - განაცხადა ჯილდოს მიღებისას ტუნისური წარმომავლობის ფრანგმა რეჟისორმა.
საფრანგეთში სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს კანონი
ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზების შესახებ, მაგრამ ერთსქესიანი სიყვარულის პრობლემის პოლიტიკური კონტექსტი, რეჟისორის თქმით, მას ნაკლებად აღელვებდა, მას სურდა ეჩვენებინა ''უბრალო სასიყვარულო ამბავი, რომელიც მოიცავს ურთიერთობების მთელ სილამაზეს''.
ორი გოგონას სიყვარულის დაწვრილებითი აღწერით ფილმმა კანის კინოფესტივალის ბევრი მონაწილე გააოგნა. თუმცა ჟიურიმ, რომლის სათავეშიც სტივენ სპილბერგი იმყოფებოდა, მაინც გადაწყვიტა, ის ფესტივალის სხვა ფილმებზე უფრო მაღლა დაეყენებინა.
ამით კანის კინოფესტივალმა მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ რა ფართო ჰორიზონტები აქვს და როგორ შეუძლია ისეთ კინემატოგრაფიულ თემებთან შეხებაც კი, რომლებიც მძაფრ საზოგადოებრივ პოლემიკას იწვევენ.
Rating
ფესტივალის მეორე პრემია, გრან-პრი, მოიპოვა ამერიკელი რეჟისორების - ძმების იტან და ჯოელ კოენების ფილმმა ''ლუინ დევისის შიგნით''. ის ფესტივალის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა და ფართო პოპულარობით სარგებლობდა სიმსუბუქისა და სანახაობრიობის გამო.
ერთ-ერთი მოულოდნელობა იყო საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზის მინიჭება მექსიკელი ამატ ესკალანტესთვის. მის სურათს ''ელი'' ერთ-ერთ აუტსაიდერად მიიჩნევდნენ კრიტიკოსები. თუმცა ჟიურიმ ფილმში დაინახა ის, რაც ვერ შენიშნა მრავალრიცხოვანმა კინომცოდნემ.
კანის კინოფესტივალის საუკეთესო მსახიობებად აღიარეს 76 წლის ამერიკელი ბრიუ დერნი ფილმ ''ნებრასკაში'' შესრულებული როლისთვის და ფრანგი მსახიობი ბერენის ბეჟო როლისთვის ფილმში ''წარსული''.
სკანდალად იქცა კანში ცნობილი რეჟისორის რომან პოლანსკის გამოსვლა. პოლანსკი გამოვიდა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებისა და სქესების თანასწორობის წინააღმდეგ. ლეგენდარულმა რეჟისორმა გამოაცხადა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ქალებს მამაკაცებს ამსგავსებს, ხოლო სქესთა თანასწორობის იდეას ''იდიოტური'' უწოდა.
79 წლის რეჟისორმა კანში ჩაიტანა ფილმი ''ვენერა ქურქში'', რომელიც ავსტრიელი მწერლის ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოზის ნაწარმოებების მოტივებზე შექმნა და რომელიც სადომაზოხისტური თემატიკით არის დატვირთული. ფილმში მთავარი როლი პოლანსკის ცოლმა, მსახიობმა ემანუელ სენიემ ითამაშა, რომელიც ფესტივალზე ქმარს უმშვენებდა გვერდს.
ჟურნალისტებთან საუბრისას პოლანსკიმ აღნიშნა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ''კარდინალურად ცვლიან ქალების როლს საზოგადოებაში'' და დაიჩივლა, რომ დღეს ''ქალისთვის ყვავილების ჩუქება უწესო საქციელად იქცა''. პოლანსკი დარწმუნებულია, რომ თანამედროვე ცხოვრებაში არ რჩება ადგილი რომანტიკისთვის, რაც მას საშინლად აღელვებს.

ჟურნალი ''რეიტინგი''

ბეჭდვა