04 ივნისი, 2013
კანის კინოფესტივალის სენსაცია და სკანდალი
''კარდინალურად ცვლიან ქალების როლს საზოგადოებაში'' და დაიჩივლა, რომ დღეს ''ქალისთვის ყვავილების ჩუქება უწესო საქციელად იქცა''. კანის 88-ე კინოფესტივალი სენსაციით დასრულდა - მთავარი პრიზი, ''ოქროს პალმის რტო'', ერგო ფრანგი რეჟისორის აბდელატიფ კეშიშის ფილმს ''ადელის ცხოვრება'', რომელიც ერთსქესიან სიყვარულზეა.
უმაღლესი ჯილდო რეჟისორს მსახიობმა უმა თურმანმა გადასცა. ''მე ჩემი ფილმი მივუძღვენი ახალგაზრდობასა და თავისუფლებას, ახალგაზრდების უფლებას, უყვარდეთ და სრულყოფილად მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება'', - განაცხადა ჯილდოს მიღებისას ტუნისური წარმომავლობის ფრანგმა რეჟისორმა.
საფრანგეთში სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს კანონი
ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზების შესახებ, მაგრამ ერთსქესიანი სიყვარულის პრობლემის პოლიტიკური კონტექსტი, რეჟისორის თქმით, მას ნაკლებად აღელვებდა, მას სურდა ეჩვენებინა ''უბრალო სასიყვარულო ამბავი, რომელიც მოიცავს ურთიერთობების მთელ სილამაზეს''.
ორი გოგონას სიყვარულის დაწვრილებითი აღწერით ფილმმა კანის კინოფესტივალის ბევრი მონაწილე გააოგნა. თუმცა ჟიურიმ, რომლის სათავეშიც სტივენ სპილბერგი იმყოფებოდა, მაინც გადაწყვიტა, ის ფესტივალის სხვა ფილმებზე უფრო მაღლა დაეყენებინა.
ამით კანის კინოფესტივალმა მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ რა ფართო ჰორიზონტები აქვს და როგორ შეუძლია ისეთ კინემატოგრაფიულ თემებთან შეხებაც კი, რომლებიც მძაფრ საზოგადოებრივ პოლემიკას იწვევენ.
Rating
ფესტივალის მეორე პრემია, გრან-პრი, მოიპოვა ამერიკელი რეჟისორების - ძმების იტან და ჯოელ კოენების ფილმმა ''ლუინ დევისის შიგნით''. ის ფესტივალის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა და ფართო პოპულარობით სარგებლობდა სიმსუბუქისა და სანახაობრიობის გამო.
ერთ-ერთი მოულოდნელობა იყო საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზის მინიჭება მექსიკელი ამატ ესკალანტესთვის. მის სურათს ''ელი'' ერთ-ერთ აუტსაიდერად მიიჩნევდნენ კრიტიკოსები. თუმცა ჟიურიმ ფილმში დაინახა ის, რაც ვერ შენიშნა მრავალრიცხოვანმა კინომცოდნემ.
კანის კინოფესტივალის საუკეთესო მსახიობებად აღიარეს 76 წლის ამერიკელი ბრიუ დერნი ფილმ ''ნებრასკაში'' შესრულებული როლისთვის და ფრანგი მსახიობი ბერენის ბეჟო როლისთვის ფილმში ''წარსული''.
სკანდალად იქცა კანში ცნობილი რეჟისორის რომან პოლანსკის გამოსვლა. პოლანსკი გამოვიდა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებისა და სქესების თანასწორობის წინააღმდეგ. ლეგენდარულმა რეჟისორმა გამოაცხადა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ქალებს მამაკაცებს ამსგავსებს, ხოლო სქესთა თანასწორობის იდეას ''იდიოტური'' უწოდა.
79 წლის რეჟისორმა კანში ჩაიტანა ფილმი ''ვენერა ქურქში'', რომელიც ავსტრიელი მწერლის ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოზის ნაწარმოებების მოტივებზე შექმნა და რომელიც სადომაზოხისტური თემატიკით არის დატვირთული. ფილმში მთავარი როლი პოლანსკის ცოლმა, მსახიობმა ემანუელ სენიემ ითამაშა, რომელიც ფესტივალზე ქმარს უმშვენებდა გვერდს.
ჟურნალისტებთან საუბრისას პოლანსკიმ აღნიშნა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ''კარდინალურად ცვლიან ქალების როლს საზოგადოებაში'' და დაიჩივლა, რომ დღეს ''ქალისთვის ყვავილების ჩუქება უწესო საქციელად იქცა''. პოლანსკი დარწმუნებულია, რომ თანამედროვე ცხოვრებაში არ რჩება ადგილი რომანტიკისთვის, რაც მას საშინლად აღელვებს.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
,,ბედნიერი ერის" შვილი
რა ვართ ეს ქართველები, ოღონდ ვინმეს რამეში მივბაძოთ და მეტი არაფერი გვაინტერესებს...მუხრანის ლექსი მაინც გაიხსენეთ ხალხოოოოოოოოოოოოოოოოო ,, არა სხვისი მისაბაძი რა მჭირს თვარა კიიიიიიიიიი" გახსოოოვთ????
11:31 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სალამბო
ადამიანები გარყვნილებას უნდა ვებრძოდეთ ჩვენს საკუთარ თავში. პროპაგანდა კია არ უნდა გაუწიოთ, ,,ნახეთ მე რა მაგარი ტიპი ვარ, ყველ;ასგან განსხვავებულიო""... სამწუხაროდ დღევანდელ მსოფლიოში ტრადიციული ორიენტაციის ადამიანები უფრო დაჩაგრული ჩანან, ვიდრე არატრადიციული....
11:27 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
სულ არ მაინტერესებს საკუთარ საძინებელში ვინ რას აკეთებს, ყველამ მიხედოს თავის სულს და თავზე ნუ გვახვევენ მათ ორიენტაციას. თუმცა ამაზე ფიქრი მართლა ამაზრზენია..........
11:21 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
111111
ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი
13:24 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
*******
გამოდის, რომ მსოფლიო გარყვნილების ჭაობში იძირება?! ვერ გავიგე, მატერიალურად მდიდარ ქვეყნებში ადამიანებმა უსაქმურობისაგან აღარ იციან რა გააკეთონ და გარყვნილებით კავდებიან???!!! იშრომონ და ბინძური ზრავებისათვის დრო აღარ დარჩებათ, ცოტაა დედამიწაზე აუთვისებელი ადგილები?! რაც შეგვეხება ჩვენ, ქართველებს, თავი უნდა დავიცვათ ამ საშინელ და ამაზრზენ წუმპეში ჩავარდნისაგან, თორემ როგორც ერი, ფიზიკურად მოვისპობით! გამკაცრდეს კანონი და სასჯელი გარყვნილების პროპაგანდისათვის! ვიღაც "აზაბოჩენი" უცხოელების აზრი და ქილიკი ნუ დაგვაბრკოლებს, თავიანთ ქვეყანაში რაც უნდათ ის უქნიათ! ჩვენ საკუთარ ქვეყანას მათი დიქტატისა და თავს მოხვეული ცხოვრების წესის გარეშეც მშვენივრად მივხედავთ! არ მინდა ჩვენი მომავალი თაობა სიბილწეში ჩაიხრჩოს!ღმერთმა დაგვიფაროს!
11:22 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS