30 მაისი, 2013
მონაკოს პრინცესა ქმარს ღალატობს?
ალბერი ეჭვიანობს და არ სურს, შარლინსა და ბაირონს ურთიერთობა ჰქონდეთ. მონაკოს სამთავროში ისევ სკანდალია - ხმები დადის, რომ 35 წლის შარლინ უიტსტოკი თავის ქმარს, 55 წლის მონაკოს თავად ალბერ II-ს ახალგაზრდა სპორტსმენთან ღალატობს.

Ratingწყვილმა ორი წლის წინ იქორწინა და მემკვიდრის დაბადებაზეც ოცნებობს, მაგრამ შარლინი ჯერ არ დაორსულებულა. ბოლო დროს კი სულ უფრო ხშირად ჭორაობენ იმაზე, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვერ უგებს.

მონაკოს პრინც ალბერის სასიყვარულო თავგადასავლები არავისთვის იყო უცხო - უამრავი რომანიდან მას ორი უკანონო შვილიც ჰყავს,
აი, ყოფილი სპორტსმენი შარლინი კი აქამდე არ გამოირჩეოდა ფლირტისადმი მიდრეკილებით. როგორც მონაკოში ამბობენ, გამორიცხული არ არის, რომ ალბერმა შარლინს თავი მოაბეზრა თავისი მექალთანეობითა და ცუდი ხასიათით. ყოველ შემთხვევაში, ბოლო დროს ცურვაში ყოფილ ოლიმპიელ ჩემპიონ შარლინს ხშირად ხედავენ პროფესიონალ მორაგბე ბაირონ კელეჰერთან ერთად. ბაირონი ფრანგულ კლუბ ''სტეიდ ფრანსიასში'' თამაშობს და დიდი ხანია შარლინის მეგობარია. მის ქორწილში საპატიო სტუმრადაც იყო მიწვეული.

Ratingამბობენ, რომ ალბერი ეჭვიანობს და არ სურს, შარლინსა და ბაირონს ურთიერთობა ჰქონდეთ, თუმცა პაპარაცებმა რამდენჯერმე ერთად გადაუღეს ფოტოები. ბოლო პერიოდში, როცა შარლინი ალბერის გვერდით ჩნდება საზოგადოებაში, სულ მოწყენილია და აშკარად ეტყობა უკმაყოფილება ქმართან ურთიერთობით.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS