ამერიკელმა მეცნიერებმა ათასზე მეტი იმ მამაკაცის პროფესია გამოიკვლიეს, რომელთა შვილებს თანდაყოლილი დეფექტი ჰქონდათ და შედეგები ჯანმრთელი შვილების მამების მონაცემებს შეადარეს, რის საფუძველზეც შთამომავლობისთვის სახიფათო პროფესიები გამოავლინეს.
მეცნიერთა მტკიცებით, მამაკაცის პროფესია რამდენადმე ზრდის თანდაყოლილი დეფექტის მქონე
გარდა ამისა, ზოგიერთი პროფესია პირდაპირ უკავშირდება ბავშვის ამა თუ იმ კონკრეტულ დაავადებას. მაგალითად, მებაღეების შვილებს ნაწლავური დაავადებებისკენ აქვთ
მიდრეკილება, მხატვრების შთამომავლებს კი გულის, მხედველობისა და სმენის დაავადებათა საფრთხე ემუქრებათ. ფოტოგრაფებმა და მძღოლებმა კი თავიანთი შვილები შეიძლება, კატარაქტითა და გლაუკომით ''დაასაჩუქრონ''.
ასეთი მაღალი საფრთხის მიზეზი მავნე ნივთიერებებთან მამაკაცთა მუდმივი კონტაქტია, რაც უარყოფითად მოქმედებს სპერმის ხარისხზე. მეცნიერული კვლევისას არ გამოვლენილა შემთხვევა, რომ მამის პროფესიას დაბადებული ბავშვის ჯანმრთელობაზე გავლენა მოეხდინა, ასე რომ, ბავშვის დაბადების შემდეგ პროფესიის შეცვლაზე ფიქრი საჭირო არ არის.