01 თებერვალი, 2021
16 წლის გოგონამ, რომელსაც გარეგნობის გამო სკოლაში დასცინოდნენ, 100-ზე მეტი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა: "სიმახინჯის მეშინია"
პოპულარული ჩინელი ბლოგერი ჩჟოუ ჩუნა მზადაა სილამაზისთვის ყველანაირი მსხვერპლი გაიღოს. საკუთარი გარეგნობის სრულყოფისთვის უკან არაფერზე იხევს და არც მათ უსმენს, ვინც მის შეჩერებას და გონზე მოყვანას ცდილობს.

ჩჟოუმ პირველი პლასტიკური ოპერაცია 13 წლის ასაკში გაიკეთა. გოგონა საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო იყო და თანატოლების მხრიდან დამცირების მსხვერპლიც ბევრჯერ გამხდარა. ეშინოდა, რომ ცხოვრების ბოლომდე დაცინვის ატანა მოუწევდა, ამიტომაც მშობლებს ულტიმატუმი წაუყენა - ან პლასტიკურ ოპერაციას დაუფინანსებდნენ ან სკოლას მიატოვებდა.

ჩუნამ ოჯახს გამოსავალი არ დაუტოვა და ოცნება აისრულა -
ქუთუთოების კორექციის შედეგად მან "ფახულა თვალების" ეფექტი დაიყენა. აზიელებში ეს პროცედურა ძალიან მოთხოვნადი და მოდურია.

იხილეთ ფოტოები
ბეჭდვა