29 ივლისი, 2020
16 წლის გოგონა ბიძამ მე-11 სართულიდან გადმოაგდო იმის გამო, რომ მოზარდმა ის ძალადობაში ამხილა - ირანში მომხდარი შემზარავი ფაქტი
ირანში მოზარდი გოგონა მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სავარაუდოდ, ბიძამ მე-11 სართულიდან გადგმოაგდო. აღნიშნულის შესახებ "დეილი მეილი" წერს.

არსებული ინფორმაციით, 16 წლის ფატმა გოზათი ბიძამ მოჯთაბა ნამდარმა ჯერ სცემა, მერე კი, შენობის მაღალი სართულიდან გადმოაგდო. ყოველივე კი იმის გამო მოხდა, რომ გოგონამ ოჯახს და ახლობლებს ბიძის მხრიდან ძალადობის შესახებ შეატყობინა. შემთხვევა თეირანის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

ირანული მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა გოგონას ბიძა დააკავეს, თუმცა ორ კვირაში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გოგონას დედა დარწმუნებით ამბობს, რომ მისი შვილი
ნამდარმა მოკლა და აღნიშნულის შესახებ ირანის საერთაშორისო ტელევიზიასთან საუბრობს.

"ჩემი გოგონა მან ფანჯრიდან გადააგდო, ჩემს თვალწინ. ახლა კი, გირაოთი გაათავისუფლეს და თავისუფლად დადის. ის ახლა ჩემს ვაჟს ემუქრება და ეუბნება, რომ ახლა მისი სიკვდილის ჯერი დადგა.

მითხარით, მსოფლიოში კიდევ რომელიმე ქვეყანა, სადაც ათავისუფლებენ დამნაშავეს მაშინ, როდესაც ყველა მტკიცებულება სახეზეა, როცა დანაშაულის მოწმეები არიან", - ამბობს გარდაცვლილი გოგონას დედა.

მისივე თქმით, მოჯთაბა ნამდარის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მთელი ოჯახი საფრთხეშია და ყოველდღე ელოდება, რომ მამაკაცი რაიმეს დაუშავებს. ქალი სამართალდამცველებს სთხოვს, რომ დაიცვან მისი ოჯახი და სამართალი ერთხელ და სამუდამოდ აღსრულონ.

ბეჭდვა