15 აპრილი, 2014
რისთვის მოიმატა ''დაკარგული დროს'' ქალების გულთამპყრობელმა 13 კილო?
ინემლი სერიალში "დაკარგული დრო" მეთეს, აქარსუების ოჯახის მომღერალ ვაჟიშვილს თამაშობს თურქი მსახიობი და მოდელი არას ბულუთ ინემლი სერიალში "დაკარგული დრო" მეთეს, აქარსუების ოჯახის მომღერალ ვაჟიშვილს თამაშობს, რომელიც ქალების გულისმპყრობელია და არა მარტო ფილმში.

ახლა ის ამ სერიალის სხვა ვარსკვლავებივით, "დიდებულ საუკუნეში" გადაბარგდა და მე-4 სეზონზე უფლისწულ ბაიაზიდის როლს შეასრულებს. მსახიობი 24 წლისაა, სტამბულის უნივერსიტეტის საავიაციო ფაკულტეტზე სწავლობდა და მსახიობობაზე არც უოცნებია, თუმცა 17 წლის იყო, სერიალ "დაბრუნების ხეივანში" რომ მიიწვიეს, რომელიც ახლაც წარმატებით გადის ეკრანზე.

მეთეს
როლმა კი მას პირველი დიდი წარმატება მოუტანა, სექსუალური ევროპული გარეგნობის მოდელი ფილმის რეჟისორმა ზეინაბ ჰუნაიმ შეამჩნია ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში, ამ როლისთვის მსახიობს პრესტიჟული ჯილდოც მიანიჭეს. ინემლი ჯერჯერობით უცოლოა და ამბობს, რომ ჯერჯერობით არ განუცდია ის დიდი გრძნობა, როგორსაც მისი გმირები განიცდიან, რითაც მისი ფანების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ "დიდებულ საუკუნეში" გადასაღებად მოდელმა 13 კილო მოიმატა, ცხენზე ჯდომა და ფარიკაობა ისწავლა, რაზეც ადრე "წარმოდგენაც არ ჰქონდა". მან Mმრავალრიცხოვანი ფანები იმითაც გააკვირვა, რომ თავის საყვარელ ფილმად "ბეტმენი" დაასახელა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS