15 მაისი, 2020
გვინეტ პელტროუს ულამაზესი ქალიშვილი და მსახიობის ემოციური მიმართვა შვილს - "არ შემიძლია დავიჯერო, რომ ამ სიტყვებს ვწერ, მაგრამ...."
ჰოლივუდის ვარსკვლავს, გვინეტ პელტროუსა და "ქოლდფლეის" სოლისტს, კრის მარტინს ულამაზესი გოგონა ეფლ მარტინი ჰყავთ.

მას საზოგადოებაში გამოჩენა დიდად არ ხიბლავს და ცდილობს, ვარსკვლავი მშობლებისგან განსხვავებულად იცხოვრობს.

ეფლ მარტინი 14 მაისს 16 წლის გახდა და მისი ფოტოები გვინეტმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.

Rating

"არ შემიძლია დავიჯერო, რომ ამ სიტყვებს ვწერ, მაგრამ....ბედნიერი 16 წელი ჩემო ძვირფასო. შენ ჩემი გულის სინათლე ხარ. შენი დედობა საუკეთესო რამაა. მიყვარს ჩვენი ღამის საუბრები. ძალიან ბევრს შრომობ იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიო და დიდი პასუხისმგებლობით
ეკიდები საქმეს. ბედნიერი ვარ, რომ ამ კეთილი, მშვენიერი და ახალგაზარდა ქალის დედა ვარ. მადლობა, რომ მე ამირჩიე", - წერს გვინეტ პელტროუ.

გოგონას გარეგნობამ მისი ვარსკვლავი მშობლების გულშემატკივრები აღაფრთოვანა. როგორც ფანები "ინსტაგრამის" კომენტარებში წერენ, გოგონა ორივე მშობელს ჰგავს. მისი მეგობრები კი აღნიშნავენ, რომ ეფლს ვიზუალთან ერთად ლამაზი შინაგანი სამყარო აქვს და კეთილშობილებით გამოირჩევა.

გვინეტ პელტროუ და კრის მარტინი 2003 წელს დაქორწინდნენ. მათ კიდევ ერთი საერთო შვილი, ვაჟი სახელად მოსე ჰყავთ. კრისმა და გვინეტმა 2016 წელს განქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა დღემდე ცივილურ და მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ.




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS