12 აპრილი, 2014
მერიემ უზერლი უსკანდალოდ ვერ ძლებს - რით აღაშფოთა "ჰიურემ სულთანმა" მორწმუნეები
მორწმუნეები მიიჩნევენ, რომ მსახიობმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო და მიანიშნებენ, რომ ამჯერად "ძალზე ღრმად შეტოპა "დიდებულ საუკუნეში" ჰიურემის როლის ბრწყინვალე შემსრულებელი, როგორ ჩანს, სკანდალის გარეშე ცხოვრებას გადაეჩვია. ახლახან მერიემ უზერლიმ საკუთარ ფეისბუკზე ადამიანური სიყვარულის შესახებ გამოთქვა თვალსაზრისი. მსახიობის კომენტარში მთავარი მოქმედი პირები ქრისტე, მუჰამედი და ბუდა არიან, მისი აზრით, ისინი რელიგიური მიმდინარეობის სულიერი წინამძღოლები, ლიდერები კი არ იყნენ, არამედ მასწავლებლები, რომლებიც მსოფლიო ხალხებს ერთმანეთის სიყვარულს ასწავლიდნენ.

მსახიობის აზრებმა მის თაყვანისმცემლებში კრიტიკის ქარიშხალი გამოიწვია, მორწმუნეები მიიჩნევენ,
რომ მსახიობმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო და მიანიშნებენ, რომ ამჯერად "ძალზე ღრმად შეტოპა".

ამასობაში "ჰიურემის" კიდევ ერთ საიდუმლოს აეხადა ფარდა - ითქვა, რომ სერიალიდან მისი გაქცევის (მერე კი უკან დაბრუნების) ნამდვილი მიზეზი გადაღლილობა, ბავშვის გაჩენა და მის მამასთან კონფლიქტი კი არა, სულ სხვა რამ იყო - მსახიობმა შემთხვევით გაიგო, რომ პროდუსერმა თემურ სავჯიმ სულეიმანის როლის შემსრულებელს თურქ ვარსკვლავ ჰალით ერგენჩის მილიონნახევარი დოლარი გადაუხადა და თვითონაც ასეთივე მაღალი მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

ხოლო მას შემდეგ, რაც უზერლის წასვლის შემდეგ სერიალის რეიტინგი მკვეთრად დაეცა (მან პირველობა სხვა თურქულ სერიალს, "მოწყალებას" დაუთმო), პროდიუსერმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სულთნის როლის შემსრულებელი გერმანიიდან თურქეთში "ჩამოეტყუებინა".



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ბოკვერი
ისტორიული სერიალია რაც სიმარტლეზეა დაფუდზნებული და დზალიან საინტერესოა.ვისაც გაგიზიანებტ ნუ უყურებტ არავინ გავალდებულებტ :)
21:10 / 12-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რაც სიმარტლეა სიმართლეა მართლა კარგად ასრულებენ თავიანთ როლს და კრიტიკის ღირსი ნამდვილად არ არიან...
20:39 / 08-08-2014
გამოხმაურება / 0 /
!
ნეტავ ჩვენი მაყურებლები ასეთ ინტერესს საქართველოს წარსულისა და მისი ისტორიისადმი იჩენდნენ!
19:49 / 11-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნ10ა
ეს სერიალი რიგითი საპნის ოპერა არაა,ეს ისტორიულ ფაქტებზე აგებულია და საკმაოდ საინტერესო.სამწუხაროდ მეოთხე სეზონში ჰიურემის როლს სხვა თამაშობს.ვისაც ძალიან გაინტეესებთ შეგიძლიათ ყველა სეზონი ნახოთ აქ http://bigcinema.tv/series/velikolepnyy-vek-serial-2011-muhtesem-yzyil.html
23:14 / 21-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ძლიერი სერიალია და კარგი, ლამაზი მსახიობები!!!!!ჩვენი გასაკრიტიკებელი არაფერი აქვთ!
17:02 / 16-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS