12 აპრილი, 2014
სკანდალი - სტრიპტიზი მოხუცთა თავშესაფარში
თან სხვა მოხუცებთან შედარებით აქტიურობდა კიდეც - მამაკაცს ტრუსებში ფულს უტენიდა ნიუ იორკის მოხუცთა თავშესაფარში გამართული სტრიპტიზ-შოუს გამო მის ადმინისტრაციას ახლა სასამართლოში უწევს სიარული, მას ერთ-ერთი მობინადრის შვილმა უჩივლა და მოხუცების გარყვნაში, უზნეობის პროპაგანდაში დასდო ბრალი.

"აღვშფოთდი, როცა ჩემი ხანშიშესული დედა შიშველი სტრიპტიზიორი მამაკაცის გვერდით დავინახე, თან სხვა მოხუცებთან შედარებით აქტიურობდა კიდეც - მამაკაცს ტრუსებში ფულს უტენიდა.

დაკუნთული, თითქმის შიშველი მამაკაცები მოხუცი ქალების წინ ეროტიკულ ცეკვას ასრულებენ, ნეტავ, რომელ ჭკუათმყოფელს მოუვი
და ეს აზრად?"- კითხულობს აღშფოთებული მოსარჩელე და იდეის ავტორებს ციხეში ამოლპობით ემუქრება, მიუხედავად მათი მტკიცებისა, რომ ეს ჩვეულებრივი გასართობი ღონისძიება იყო და სტრიპტიზიორებიც მოხუცი ქალბატონების დაჟინებული თხოვნით მიიწვიეს.
ბეჭდვა