13 მარტი, 2020
იზოლაციაში მყოფმა ტომ ჰენქსმა და მისმა მეუღლემ მხარდამჭერებს მიმართეს
ტომ ჰენქსმა Twitter-ზე თავის ცოლთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობას უხდის.

„გამარჯობა მეგობრებო. მე და რიტა ვილსონს გვინდა, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენზე ზრუნვისთვის. ჩვენ კორონავირუსი გვაქვს და იზოლაციაში ვიმყოფებით, რადგან არავის არ გადავდოთ ვირუსი“, - ინფორმაციას ამის შესახებ "CNN"-ი ავრცელებს.

12 მარტს ოსკაროსან მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის ცოლს, რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ "BBC"-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, წყვილს დიაგნოზი ავსტრალიაში დაუსვეს. 63 წლის მსახიობმა და მისმა ცოლმა ექიმებს მას შემდეგ
მიმართეს, რაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ.

ჰენკსმა მომხდარის შესახებ Instagram-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ საჭირო დროს იზოლაციაში გაატარებს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS