03 მარტი, 2020
რატომ დააპატიმრეს სტივენ სპილბერგის ქალიშვილი
სტივენ სპილბერგის 24 წლის ქალიშვილი მიკაელა დააპატიმრეს. სამართალდამცავები მას ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ცნობილია, რომ გოგონა შაბათს, დილით დააკავეს და Hill Detention Center-ის იზოლატორში მოათავსეს. მოგვიანებით, მის გასათავისუფლებლად ჯარიმა გადაიხადეს.

ინციდენტის დეტალები უცნობია, თუმცა, მიკაელას საქმრო, 57 წლის ჩაკ პანკოვი ამბობს, რომ ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა. სავარაუდოდ, გოგონამ შეყვარებულზე იძალადა.
ბეჭდვა