28 თებერვალი, 2020
რატომ განაცხადა კანადამ მეგან მარკლის და პრინცი ჰარის დაცვაზე უარი? ვინ გადაიხდის £20,000,000-ს მათი უსაფრთხოებისთვის?
კანადა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეწყვეტს. ამის შესახებ "BBC"-ი წერს. მედიის ინფორმაციით, კანადის სახელმწიფო მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის უსაფრთხოებაში გადახდას მას შემდეგ შეწყვეტს, რაც მათ სამეფო უმაღლესობის სტატუსი შეუჩერდებათ.

"BBC"-ის ცნობით, აღნიშნული დაადასტურა კანადის ფედერალურმა მთავრობამ.

კანადის პოლიცია სამეფო წყვილის უსაფრთხოებას 2019 წლის ნოემბრიდან იცავდა.

ცნობისთვის, 31 მარტიდან წყვილი ოფიციალურად აღარ შეასრულებს მოვალეობებს დედოფლის სახელით.

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ წლის დასაწყისში განაცხადეს, რომ სამეფო ოჯახის წევრების
სტატუსზე უარის თქმას და მუშაობით ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას აპირებენ. მოგვიანებით, ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი „მისი სამეფო უმაღლესობის“ ტიტულით აღარ ისარგებლებენ, სახელმწიფო სახსრებს აღარ მიიღებენ და დედოფალს ოფიციალურად აღარ წარმოადგენენ.


როგორც იცით, კანადის პრემიერ-მინისტრმა Justin Trudeau-მა იანვრის თვეში, მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის განცხადების შემდეგ, ოფიციალურად განაცხადა, რომ მის ქვეყანაში სამეფო ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტიტულზე უარის თქმის შემდეგ პრინცს და ჰერცოგინიას სიტყვა "სამეფოს" გამოყენების უფლებაც კი აღარ აქვთ და ისინი ჩვეულებრივ მოქალაქეებს წარმოადგენენ, მათ უსაფრთხოებაში სახელმწიფო 20 მილიონ ფუნტს ყოველწლიურად აღარ დახარჯავს. ვინ გადაიხდის აღნიშნულ ხარჯებს წყვილის დასაცავად, ჯერჯერობით უცნობია.

ბეჭდვა