25 მაისი, 2013
პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალი 20 წლის მაილი საირუსია
რა მაგარია, იყო ნომერი პირველი. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩემმა ფანებმა ამირჩიეს. ჟურნალის მკითხველებმა ყველაზე სექსუალურ ვარსკვლავად მომღერალი მაილი საირუსი დაასახელეს. თვითონ გოგონა აღტაცებულია ამ აღიარებით - ეს მისთვის პირველი გამარჯვებაა მსგავს რეიტინგში.

„რა მაგარია, იყო ნომერი პირველი. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩემმა ფანებმა ამირჩიეს. მე მსოფლიოში საუკეთესო ფანები მყავს! ეს ყველა ქალის ოცნებაა, გახდეს პირველი „მაქსიმის“ სიაში! ეს სიგიჟეა!“ - დაწერა საირუსმა „ტვიტერში“.

მეორე ადგილი მსახიობ სელენა გომესს ხვდა წილად, მესამე - მომღერალ რიანას. ცოტა ხნის წინ
ჟურნალ FHM-ის მიერ ყველაზე სექსუალურ ქალად დასახელებული მილა კუნისი ამჯერად მხოლოდ მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა. პირველ ხუთეულს მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი ასრულებს.

რაც შეეხება მაილის, ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ქანთრი სიმღერების შემსრულებლის ბილი რეი საირუსის ქალიშვილია. თუმცა გოგონას ნამდვილი სახელი დესტინი ჰოუპია, რაც თარგმანში ბედსა და იმედს ნიშნავს. მხიარული ხასიათის გამო ბავშვობაში მაილი შეარქვეს - მოღიმარი. სწორედ ეს სახელი შეარჩია მოგვიანებით ფსევდონიმად.

მაილიმ სახელი გაითქვა საბავშვო სერიალ „ჰანა მონტანაში“ შესრულებული როლით. ამავე სერიალში გამოავლინა მუსიკალური ნიჭი და დღესდღეობით წარმატებული მსახიობი და მომღერალია. 2008 წელს „ფორბსმა“ ყველაზე მდიდარ ბავშვად დაასახელა, ერთ წელიწადში კი საკუთარი ბიოგრაფიის ავტორი გახდა.

მაილი 2009 წლიდან ხვდება მსახიობსა და კოლეგას ლაიამ ჰემსვორტს, წყვილი შარშან დაინიშნა კიდეც.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნატალი
არანაირად არაა სექსუალური
10:27 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
hahaha
უიმეეეეეეე თქვენ დაგიბნელდათ ეგ ნაცრით სავსე თვალები :D რა მაილი საირუსი ფუ
10:50 / 28-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS