24 მაისი, 2013
ოჯახური წყევლა - რამ დაღუპა ბრანდოების, ჰემინგუეების, ტრუსარდებისა და ონასისების კლანები
არსებობს ოჯახები, რომლებშიც ერთი უბედურება მეორეს ცვლის და ამას დასასრული არ უჩანს. ხშირად ასეთ კლანებზე ამბობენ, რომ ისინი დაწყევლეს... არსებობს ოჯახები, რომლებშიც ერთი უბედურება მეორეს ცვლის და ამას დასასრული არ უჩანს. ხშირად ასეთ კლანებზე ამბობენ, რომ ისინი დაწყევლეს... ამჯერად ბრანდოების, ჰემინგუეების, ტრუსარდებისა და ონასისების ოჯახების საბედისწერო ამბებს მოგითხრობთ.

ბრანდოების კლანი
წყევლა: უბედურება
ვინ დაწყევლა: უცნობია
მიზეზი: ალკოჰოლი

''მე ირლანდიელი ალკოჰოლიკების გვარს მივეკუთვნები. მამაჩემის სისხლი ალკოჰოლის, ტესტოსტერონისა და ადრენალინისგან შედგებოდა. ვგიჟდებოდი დედაჩემზე. მან ჩვენს გაზრდას ლოთობა ამჯობინა'',
- განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში გენიალურმა მსახიობმა მარლონ ბრანდომ. ალკოჰოლი - ბრანდოს გვარის საოჯახო წყევლა იყო: მარლონის დედა ლოთობით მოკვდა, მისმა პირველმა ცოლმა, ნარკომანმა ანა კაფშიმ, ვაჟ კრისტიანს თავისი ცუდი ზნე მემკვიდრეობით გადასცა.
ბრანდო ხელთათმანივით იცვლიდა ქალებს, უპირატესობას შავკანიანებს ანიჭებდა. 1963 წელს მსახიობმა პოლინეზიაში 20 მილიონ დოლარად კუნძული ტერიაროა იყიდა, სახლი ააშენა და ჰარემი მოაწყო - უამრავი მოსამსახურე-საყვარელი შეასახლა. საყვარლები მისგან გამუდმებით აჩენდნენ ბავშვებს: ოფიციალურად ბრანდომ რვა შვილი აღიარა, მაგრამ მათი რიცხვი გაცილებით მეტი იყო.
ამბობდნენ, რომ მარლონის ერთ-ერთი საყვარელი მისივე ქალიშვილი იყო, რომელიც მესამე ცოლმა გაუჩინა - მზეთუნახავი ტარიტუ შეენი. ამასთან, ჭორაობდნენ, რომ მარლონი მისი ბავშვის მამაც იყო.
1990 წელს გოგონამ ნარკოტიკების ძლიერი დოზა მიიღო, საჭეს მიუჯდა, საშინელ ავარიაში მოყვა და სახე დაისახიჩრა. ბრანდოს არ დაუნანია ფული მისი პლასტიკური ოპერაციებისთვის.
1990 წელს შეენი საქმროსთან, გავლენიანი ტაიტელი ბიზნესმენის ვაჟ დაგ დროლესთან ერთად ლოს-ანჯელესში მორიგ ოპერაციაზე ჩავიდა. სწორედ მაშინ ბრანდოს ლოს-ანჯელესის სახლში უბედურება მოხდა: მსახიობის უფროსმა ვაჟმა კრისტიანმა დის მიჯნურს ზურგში ორი ტყვია ესროლა. მკვლელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მან ციხეში მხოლოდ 6 წელი გაატარა. შეენმა სასამართლოს მისცა ჩვენება და დაგის სიკვდილში მამა დაადანაშაულა. თქვა, რომ მარლონმა გააქეზა შვილი მის მოსაკლავად.
გოგონას ჩვენება სიმართლედ არ ჩათვალეს, შეენი გიჟად მიიჩნიეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ხუთი წლის შემდეგ შეენმა აბაზანაში თავი ჩამოიხრჩო. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: ''მინდა დაგს შევუერთდე!''.
ქალიშვილის თვითმკვლელობის ამბავმა ბრანდოზე გამანადგურებლად იმოქმედა, ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და რამდენიმე თვე არავის ელაპარაკებოდა. შეენის სიკვდილის შემდეგ მსახიობმა კიდევ ცხრა წელი იცოცხლა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი ძლიერ ავადმყოფობდა: გასუქდა, დაემართა შაქრიანი დიაბეტი და მხედველობისა და ღვიძლის სერიოზული პრობლემები გაუჩნდა.

ჰემინგუეების კლანი
წყევლა: თვითმკვლელობა
ვინ დაწყევლა: უცნობმა
მიზეზი: დეპრესია

Ratingუცნობია, როდის და რატომ დაიწყო ჰემინგუეების გვარის წყევლა, მაგრამ ყველაზე თავგამოდებული სკეპტიკოსიც კი ვერ იტყვის, რომ უჩვეულო არაფერი მომხდარა. ამ კეთილშობილური გვარის ყველა წარმომადგენელი დეპრესიითა და თვითმკვლელობის სურვილით იტანჯებოდა. გამოჩენილი მწერლის მამამ, დოქტორ კლარენს ედმონტ ჰემინგუეიმ, თავი 1928 წელს მოიკლა - დიაბეტის ფონზე განგრენა დაეწყო.
თავად რომან ''რატომ რეკენ ზარების'' ავტორმა, ნობელიანტმა, რომელმაც დიდება და უამრავი ქონება მოიხვეჭა, ვერ შეძლო დეპრესიასთან გამკლავება. 1961 წელს 62 წლის ასაკში შუბლში ტყვია დაიხალა. მისმა დამ ურსულამ და ძმამ ლესტერმა იგივე მოიმოქმედეს: კიბოთი დაავადებულმა ურსულამ წამლების სასიკვდილო დოზა მიიღო, ლესტერმა თავი მოიკლა იმის გამო, რომ დიაბეტის ფონზე განგრენა განუვითარდა და ფეხი მოჰკვეთეს.
ერნესტ ჰემინგუეის სამივე ვაჟს ფსიქიკური აშლილობის პრობლემა ჰქონდა. ყველაზე უმცროსი გრეგორი, რომელიც სქესის შეცვლის შემდეგ გლორია გახდა, ნარკომანი იყო, 69 წლის ასაკში უხამსი საქციელისთვის დააპატიმრეს და ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა. ჰემინგუეის ერთ-ერთი შვილიშვილი, ჯოანი, ალკოჰოლიზმისგან მოკვდა, მეორემ - მარგომ, ცნობილმა მოდელმა და უნიჭო მსახიობმა, ბარბიტურატების დიდი დოზა მიიღო. მარგოს სიკვდილმა ისე იმოქმედა მის დაზე, 22 წლის ნიჭიერ მსახიობ მერიელზე, რომელიც ''ოსკარსა'' და ''ოქროს გლობუსზე'' იყო ნომინირებული, რომ მუშაობა ვეღარ შეძლო და ჰოლივუდს თავი დაანება. ''ჰოლივუდმა გამომაგდო. ვფიქრობ, თავად ღმერთმა გადაწყვიტა ჩემი ბედი'', - განაცხადა გოგონამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
მერიელი მოგვიანებით ცოლად გაჰყვა რეჟისორ-დოკუმენტალისტ სტივენ კრისმანს. წყვილს ორი ქალიშვილი ეყოლა - დრი და ლენგლი. როდესაც ცოცხლად დარჩენილ მწერლის ერთადერთ შვილიშვილს ჰკითხეს, როგორ მოახერხა საშინელი წყევლა დაეძლია, მან უპასუხა: ''ნამდვილად არსებობს რაღაც გენეტიკური განწყობა, იგი დეპრესიის დროს ჩნდება. მეც იგივე გენი მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როდესაც საკუთარ თავსა და ახლობლებთან ჰარმონიაში ცხოვრობ, შეგიძლია ამ ტრაგიკული ჯაჭვის გაწყვეტა, სიყვარული ყველაზე საუკეთესო დაცვაა''.

ტრუსარდების კლანი
წყევლა: სიკვდილი ავტოკატასტროფაში
ვინ დაწყევლა: უცნობია
მიზეზი: წარმატება ბიზნესში

Ratingსაგვარეულო წყევლას ვერც ტრუსარდების გვარი გადაურჩა, საოჯახო ბიზნესის ყველა ხელმძღვანელი, კომპანიის დამაარსებლის გარდა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ოჯახის ცოცხლად დარჩენილი წევრები ამ საკითხის განხილვაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ.
ნაადრევი სიკვდილის თავიდან აცილება მხოლოდ კომპანია ''ტრუსარდის'' დამაარსებელმა დანტე ტრუსარდიმ მოახერხა, რომელმაც 1911 წელს ბერგამოში გახსნა ხელთათმანების პატარა სამკერვალო.
''ავტოკატასტროფების სეზონი საბედისწერო დასასრულით'' უფროსი დანტეს შვილმა დანტე-უმცროსმა გახსნა. 1970 წელს იგი ავტოავარიაში დაიმტვრა. ბიზნესი მისი 29 წლის ძმისშვილის ნიკოლას ხელში გადავიდა, ნიკოლამ ბევრის გაკეთება მოახერხა - საყვარელ გოგონაზე იქორწინა, გაზარდა ოთხი მშვენიერი ბავშვი და, რაც მთავარია, ''ტრუსარდის სახლი'' მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და მოდურ საწარმოდ აქცია.
ბედნიერება 1999 წელს შეწყდა: იაპონიაში საქმიანი ვიზიტის შემდეგ დიზაინერი საკუთარი ''მერსედესით'' შინ ბრუნდებოდა. ნიკოლა ძალიან გამოცდილი მძღოლი იყო, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო საჭე გაექცა, მანქანა ავტოსტრადს შეეჯახა, უსაფრთხოების ბალიში არ გაიხსნა... კომაში მყოფი 56 წლის ნიკოლა საავადმყოფოში მიიყვანეს. განადგურებულმა ცოლმა და შვილებმა მისი უკანასკნელი სურვილი შეასრულეს - ნიკოლას დონორობა უნდოდა... ოჯახმა ამ სამწუხარო ტკივილის მოშუშება ვერ მოასწრო, რომ ახალი უბედურება დაატყდათ თავს. ნიკოლას ვაჟი, 29 წლის ფრანჩესკო ტრუსარდი 2003 წელს ავტოავარიაში მოყვა. სახლთან ახლოს დიდი სისწრაფით მიმავალი ფრანჩესკოს ''ფერარი'' გზიდან გადავიდა და ელექტრობოძს შეასკდა. მანქანა ნაწილებად დაიშალა, ტრუსარდი ადგილზე გარდაიცვალა. ამჟამად ''ტრუსარდის'' სახლს ნიკოლას უფროსი ქალიშვილი ბეატრიჩე და-ძმის და დედის მარი-ლუიზას დახმარებით ხელმძღვანელობს. როგორც ამბობენ, ყველა მათგანს ძალიან ეშინია ოჯახური წყევლის.

ონასისების კლანი
წყევლა: სიკვდილი
ვინ დაწყევლა: შეურაცხყოფილმა ქალებმა
მიზეზი: ღალატი

Ratingბერძენი მილიარდერის არისტოტელე ონასისისა და ოპერის ცნობილი მომღერალ მარია კალასის რომანი 1959 წელს დაიწყო. როდესაც ამის შესახებ ონასის ცოლმა, გემების მაგნატ სტავროს ლივანოსის ქალიშვილმა ათენამ გაიგო, ქმართან განქორწინება გადაწყვიტა. არისტოტელეს გარემოცვაში ყოველთვის ჩურჩულებდნენ, რომ ათენას, ან როგორც მას ახლობლები ეძახდნენ ტინას, ''ავი თვალი'' და ''ცუდი ენა'' ჰქონდა.
კალასისა და ონასისის ურთიერთობა ჰარმონიული არ ყოფილა. წყვილი გამუდმებით ჩხუბობდა: დაგეგმილი ქორწინება ჩაიშალა, ახალდაბადებულმა ბავშვმა ორ საათსაც ვერ იცოცხლა, მარიამ ხმა დაკარგა...
1968 წელს მომღერალმა გაზეთებიდან შეიტყო, რომ მისი რჩეული ამერიკის პრეზიდენტის ქვრივ ჟაკლინ კენედიზე აპირებდა დაქორწინებას. ''ღმერთები სამართლიანები იქნებიან, ქვეყანაზე მართლმსაჯულება არის!'', - აღმოხდა მაშინ მომღერალს.
1973 წელს ონასისის ვაჟი ალექსანდროსი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მილიარდერის ყოფილმა ცოლმა ტრაგედიას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. 1975 წელს პნევმონიით თავად ონასისიც გარდაიცვალა. 1977 წელს მარია კალასს გული გაუსკდა.
შეკითხვა, ვინ დაწყევლა ცნობილი კლანი, ტინა ლივანოსმა თუ მარია კალასმა, დღემდე უპასუხოდ რჩება, მაგრამ ამით ოჯახური უბედურება არ დამთავრებულა. 1988 წელს ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა ონასისის ქალიშვილი კრისტინა. ცოცხალი დარჩა ონასისების ერთადერთი მემკვიდრე, კრისტინას ქალიშვილი ათენა. ამჟამად იგი ქმართან ერთად ბრაზილიაში ცხოვრობს.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
გვირილა
აშკარად ათენამ დაწყევლა ონასისი, იმიტომ ვერ გაიხარა ვერც კალასთან და ვერც მეორე მეუღლესთან. ღირსია რაც დაემართა, ყველა კაცს ასე უნდა მოუვიდეს ვინც ცოლს უღალატებს! საწყალი კალასი, ისიც დაისაჯა თავისი ცოდვების გამო და მარტოობაში ამოხდა სული. "საწყალი" იმიტომ, რომ მას ონასისისგან განსხვავებით შესძლებია ნამდვილი სიყვარული.
16:15 / 29-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ქეტი
ასეა, ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი. ბედნიერება უნდა დაიმსახურო. გესმით ფულიანებო და თავში ავარდნილებო?
07:19 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS