23 მაისი, 2013
კარლა ბრუნი: ''ჟურნალისტები ჩემს სიმსუქნეს დასცინოდნენ''
პრესა, პრაქტიკულად, თვალს არ აშორებდა კარლას და ცნობილი გასახდომი პროცედურებისადმი სიყვარულის გამო ''ბოტოქს-ბურუნდუკიც'' კი უწოდა. საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი იმაზე ალაპარაკდა, როგორ გაუჭირდა დედობა 43 წლის ასაკში და როგორ დასცინოდნენ ჟურნალისტები მას მერე, რაც შვილი გააჩინა.
გვერდიდან კარლას ცხოვრება შეიძლება ზღაპრულიც ჩანს. ის იყო გლამურული სუპერმოდელი და წარმატებული მომღერალი, მერე საფრანგეთის პრეზიდენტის ცოლი გახდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ისევე იტანჯება და ნერვიულობს, როგორც ჩვეულებრივი ქალები.
''რომ ვიმშობიარე, ჟურნალისტები წერდნენ, სახე გაუსივდა, გასუქდაო, ძალიან დაუნდობლები იყვნენ და არაფერი
აჩერებდათ. ბავშვის გაჩენა, როცა უკვე სიბერისკენ მიდიხარ, არც ისე იოლია''.

2011 წელს ორსულობის დროს 18 კილოგრამი მოიმატა, მერე კი იძულებული იყო, მთელი ფრანგი ერის თვალწინ დაეკლო ეს კილოგრამები, რადგან მისი ქმარი ნიკოლა სარკოზი სწორედ მაშინ იწყებდა ახალ წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიას. პრესა, პრაქტიკულად, თვალს არ აშორებდა კარლას და ცნობილი გასახდომი პროცედურებისადმი სიყვარულის გამო ''ბოტოქს-ბურუნდუკიც'' კი უწოდა. სტრესთან გამკლავებაში ბრუნის ფსიქოლოგები დაეხმარნენ, თუმცა დღემდე არ წყვეტს ფსიქოთერაპიის სეანსებს - იმდენად გაურთულდა ეს პერიოდი.

''მკვდარივით ვიყავი. ღამით, ყოველ ორ საათში ერთხელ ვდგებოდი, რომ ძუძუ მეჭმია ბავშვისთვის, დღისით კი იყო დაუსრულებელი შეხვედრები ნიკოლას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში... არაფერს დავიშურებდი, რომ იმ თვეებში არავის გადაეღო ჩემთვის ფოტოები'', - ამბობს კარლა.

თუმცა კარლა არც ახლაა კარგ დღეში - ნიკოლამ საპრეზიდენტო რბოლა წააგო, ახლა კი მისი საქმე ძიებაშია - სარკოზის ბრალი ედება იმაში, რომ საფრანგეთის ყველაზე მდიდარ ქალს, ლილიან ბეტანკურს თავისი პირველი არჩევნებისთვის ფული გამოსძალა. იმასაც ამბობენ, რომ კარლასა და ნიკოლას ქორწინებას ბზარი გაუჩნდა. თუმცა კარლა არ ნებდება. აპრილში გამოვიდა მისი ახალი ალბომი და მის მხარდასაჭერად გასტროლებზე დადის.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS