05 მარტი, 2014
ელენე სატინი ყველაზე სექსუალურ ტელევარსკვლავად დაასახელეს
ელენეს თავისმა როლმა - ელიტური მეძავი ჯული სილვერის პერსონაჟმა, შეუწყო ხელი, ბოლომდე გახსნილიყო და თავისი სექსუალური მომხიბვლელობა წარმოეჩინა ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი მსახიობი ელენე სატინი (სხირტლაძე) ბოლო პერიოდში აშკარად აღმავლობის გზას ადგას და წარმატებულ ნაბიჯებს დგას კარიერაში. მას მერე, რაც სერიალ ''ჯადოსნურ ქალაქში'' გამოჩნდა, მასზე სულ უფრო ხშირად წერენ.

ამჯერად ამერიკაში ყველაზე სექსუალურ ტელევარსკვლავთა შორის დაასახელეს. ტელესერიალების ყველაზე მიმზიდველ მსახიობთა შორის, გასული წლის მონაცემების მიხედვით, ის საუკეთესო ათეულში მოხვდა.

ელენე სიის მეექვსე პოზიციაზეა, მის წინ არიან
ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც აღმოჩდნენ ემილია კლარკი, ოლივია მუნი და ელენეს პარტნიორი ''ჯადოსნურ ქალაქში'' ოლგა კურილენკო.

როგორც რეიტინგის შემდგენლები წერენ, ელენეს თავისმა როლმა - ელიტური მეძავი ჯული სილვერის პერსონაჟმა, შეუწყო ხელი, ბოლომდე გახსნილიყო და თავისი სექსუალური მომხიბვლელობა წარმოეჩინა.

მართლაც, ამ სერიალში მსახიობს საკმაოდ თამამი სცენების თამაშიც მოუხდა. ამან მისი პოპულარობა, განსაკუთრებით მამაკაცებს შორის, ორმაგად გაზარდა. მით უმეტეს, რომ ელენე მშვენიერ ფორმაშია, რაც იმის დამსახურებაა, რომ სპორტითა და ცეკვით გამუდმებით არის დაკავებული.

''ვერ წარმომიდგენია ცხოვრება მოძრაობის გარეშე. ვგიჟდები ჩოგბურთზე, გორგოლაჭებზე, ცეკვა კი ჩემი დიდი გატაცებაა. ''ჯადოსნური ქალაქის'' გადაღებების შემდეგ ოლგა კურილენკოსთან ერთად ხშირად დავდივარ საცეკვაოდ'', - ამბობს ელენე და იმასაც აღნიშნავს, რომ სულაც არ ღელავს ინტიმური სცენების სიმრავლეზე ფილმში: ''როცა საქმე პროფესიონალებს ეხება და ასეთ კარგ წინადადებას გთავაზობენ, მაშინ ინტიმური სცენებიც ხელოვნების ნიმუშია''.

თაყვანისმცემელი ელენეს მრავლად ჰყავს, თუმცა პირადი ცხოვრება უკვე აიწყო, ასე რომ, დანარჩენ მამაკაცებს შანსი აღარ აქვთ.

ელენე შარშან გათხოვდა ამერიკელ მუსიკოსზე, მომღერალსა და თჰე Aლლ-Aმერიცან ღეჯეცტს-ის სოლისტ ტაისონ რიტერზე, რომელსაც ქორწილამდე ერთი წელი ხვდებოდა. ტაისონი ამერიკაში არანაკლებ ცნობილი ადამიანია. მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა პროექტში, სულ ბოლოს ადრიანა ლიმასთან ერთად მიიღო მონაწილეობა სექსუალურ ფოტოსესიაში.

წყვილს საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს და ტაისონი და ელენე ხშირად აღიარებენ, რომ ნამდვილი ბედნიერება იპოვეს.
ელენეს ''ჯადოსნური ქალაქის'' გარდა კიდევ აქვს წარმატებული პროექტები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალი პროექტი ''მარველის აგენტები'', რომელიც ცნობილი კომიქსის ეკრანიზებაა და ''ეი-ბი-სის'' არხისთვის მოამზადეს.

ელენეს სახელი გაუთქვა ასევე სერიალებმა ''სმოლვილის საიდუმლოებები'', სურათმა ''მეექვსე თოფი'', ასევე ადამ სანდლერსა და ჯენიფერ ანისტონს გაუწია პარტნიორობა ფილმში ''ითამაშე ჩემი ცოლი'' და ჯასტინ ტიმბერლეიკთან ერთად შეასრულა როლი ფილმში ''დრო''.

ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ ელენე სხირტლაძე 1987 წლის 24 ნოემბერს თბილისში დაიბადა. მოგვიანებით სოჭში გადავიდა საცხოვრებლად. პროფესიონალური კარიერა კი 6 წლისამ დაიწყო მაშინ ცნობილ საბავშვო გადაცემაში ''დილის ვარსკვლავი''. 9 წლისა უკვე საერთაშორისო პრემიების ლაურეატი იყო და კინოფესტივალ ''კინოტავრის'' ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეც. მაშინვე კარგად მღეროდა და ცეკვავდა, რაც მოგვიანებითაც დაეხმარა ჰოლივუდური კარიერის აწყობაში.

1998 წელს ნიუ-იორკში მიიღო მონაწილეობა ღია კონკურსში პროფესიონალურ საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში და ჩაირიცხა კიდეც. მას მერე, რაც 16 წლისამ წარმატებით დაამთავრა ეს სკოლა, საერთაშორისო სტიპენდია მიიღო ლონდონის დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში.

როგორც თავად ამბობს, მისი მსახიობური ნიჭი დედის დამსახურებაა, რომელიც ოპერის მომღერალი, ყოფილი მსახიობი და მოდელია. ''მამას კი სცენასთან არაფერი აკავშირებს, საფეიქრო ბიზნესი აქვს, თუმცა სულ მხარში მიდგას. ჩემთვის და ჩემი ძმისთვის არასდროს დაუშლიათ პროფესიის არჩევა'', - ამბობს ელენე.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS