20 თებერვალი, 2014
ოლიმპიური სოფლის ყველაზე პოპულარული გასართობი სექსია - სპორტსმენებს ასი ათასი პრეზერვატივი დაურიგეს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კი განმარტავს, რომ კონტრაცეფციული საშუალებების დარიგება შიდსის გავრცელების პროფილაქტიკური საშუალებაა სოჭის ოლიმპიადის დაწყების დღიდან მისი უცხოელი მონაწილეები აქტიურად წერენ სოჭის სასტუმროების მდგომარეობასა და ზოგადად, ოლიმპიადის არც ისე მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურაზე.

თუმცა ჯერ არ გაუჟღერებიათ სექსუალური დეტალები. მაგალითად, ის, რომ თურმე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური სოფლის დროებით მცხოვრებლებს - სპორტსმენებს, ასობით ათასი პრეზერვატივი დაურიგეს.

თურმე მსგავსი თამაშების გამართვისას კონტრაცეფციის საშუალებების დარიგება ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ამას თუ რუსეთის ხელმძღვანელობაც აჰყვებოდა, ბევრს არ ეგონა. როგორც
ჩანს, ოლიმპიური ხელმძღვანელობა ბუნებრივად მიიჩნევს, რომ სოჭის სტუმრები ოლიმპიადის მიმდინარეობისას მხოლოდ სპორტული შეჯიბრებებით არ იქნებიან დაკავებული.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კი განმარტავს, რომ კონტრაცეფციული საშუალებების დარიგება შიდსის გავრცელების პროფილაქტიკური საშუალებაა.

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ოლიმპიადაში სულ 2800 სპორტსმენი მონაწილეობს, გამოდის, რომ თითოეული მათგანი ოლიმპიადის 16 დღის განმავლობაში 35 პრეზერვატივს მიიღებს, ანუ 2 ცალს თითო დღისთვის. სპორტსმენები ხუმრობენ, რომ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევს ოლიმპიადის მონაწილეთა სქესობრივ აქტივობას.

თუმცა სოჭის ოლიმპიადამ მაინც ვერ გაუსწრო ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადას - 2012 წელს ამ ასპარეზობაზე სპორტსმენებს 150 ათასი უფასო პრეზერვატივი დაურიგეს. მაშინ ლონდონელებმა ეს ფაქტი იმით ახსნეს, რომ თურმე სექსი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობია ოლიმპიურ შეჯიბრებებზე, რასაც, სხვათა შორის, თავად სპორტსმენები სულაც არ უარყოფენ.

ამ მხრივ სოჭი კვლავაც არ არის გამონაკლისი. ''მერე რა მოხდა? გაიგეთ, ეს დღესასწაულია. სავსებით მოსალოდნელია საკურორტო რომანი. მით უმეტეს, უცხოელი სპორტსმენები, ჩვენებისგან განსხვავებით, სულ არ ამბობენ უარს ამგვარ გართობაზე. სპეციალური სისტემაც აქვთ მოფიქრებული, რომ დანარჩენ სპორტსმენებს აუწყონ - თუ კარზე წინდა კიდია, იმ ოთახში ჯობს, არ შეხვიდეთ'', - გულახდილად ისაუბრა ერთმა სპორტსმენმა.

ჟურნალი ''რეიტინგი''






FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS