19 მაისი, 2013
ყველაზე წარმატებული მამაკაცი მოდელები

თუ ჟიზელ ბუნდჰენის შემოსავალი წელიწადში 40-45 მლნ დოლარით მატულობს, მამაკაცი მოდელი წარმატებულად მიიჩნევა, თუ მისი წლიური შემოსავალი მილიონ დოლარს შეადგენს. კეიტ მოსსა და ჰაიდი კლუმს ერთმანეთისგან, ალბათ, ბავშვიც კი არჩევს. აი, პარფიუმის მორიგ რეკლამაში მორიგი გარუჯული სექსუალური მზეჭაბუკის გარჩევა ბევრს უჭირს - რა თქმა უნდა, თუ ეს ცნობილი მსახიობი არ არის.

ძლიერი სქესის წარმომადგენლები რა ხანია ცდილობენ, სამოდელო ბიზნესი დაიპყრონ, მაგრამ ჯერჯერობით ქალებთან მარცხდებიან. თუ ჟიზელ ბუნდჰენის შემოსავალი წელიწადში 40-45 მლნ დოლარით მატულობს, მამაკაცი მოდელი წარმატებულად
მიიჩნევა, თუ მისი წლიური შემოსავალი მილიონ დოლარს შეადგენს.


Ratingთავის წარმატებას საიმონ ნესმანი თავისი მეგობრის უფროს დას უნდა უმადლოდეს, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გაგზავნა მისი ფოტოები სამოდელო სააგენტოში. კასტინგ-დირექტორმა დიდი კომერციული წარმატება დაინახა ამ ბიჭში - ნესმანი ერთდროულად დახვეწილი, მამაკაცური და ეგზოტიკური იყო, ამიტომ ნებისმიერი დამკვეთის გემოვნებას შეესაბამებოდა. გათვლა სწორი აღმოჩნდა - საკმარისი იყო, ნესმანის პროფაილი საერთაშორისო ბაზაში აღმოჩენილიყო, მას თავს დაეხვივნენ წინადადებებით. ის ისეთმა გურუებმა აღიარეს, როგორებიც რობერტო კავალი, ივ სენ-ლორანი და ჯონ გალიანო არიან.

Ratingტაისონ ბალოუს უკვე დიდი ხანია არ ეძახიან უბრალოდ მოდელს, ის მოდის ნამდვილი აღმოჩენაა. აშშ-ში დაბადებულმა კარიერა ტეხასურ პოდიუმებზე დაიწყო, ახლა კი მისი ფოტოები მთელ ამერიკასა და ევროპაშია მოდებული, სარეკლამო აბრებსა და სტენდებზე. მის ანგარიშზე ათობით ჟურნალის გარეკანია, ასობით ტანსაცმლის ჩვენება და ათასობით თაყვა-ნისმცემლის ერთგული სიყვარული. მანეკენი დღემდე მსოფლიოს ცნობილ ბრენდებთან მუშაობს.

Ratingნოა მილსი „დოლჩე და გაბანას“ ფავორიტად მიიჩნევა - ამ იტალიური სახლის არაერთი ჩვენება გაუხსნია და დაუხურავს და არაერთხელ გამხდარა პროდუქციის სახე. ასევე აღსანიშნავია, რომ კარიერის განმავლობაში მას პლანეტის ყველაზე სასურველ ქალებთან - ნაომი კემპბელთან, კლაუდია შიფერთან, ლეტიცია კასტასთან, ნატალია ვოდიანოვასთან ერთადაც უმუშავია.

Ratingბრიტანელი დევიდ განდი ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი მოდელია. ამ პროფესიაში 2000-იანი წლების დასაწყისიდან არის, როცა სატელევიზიო კონკურსის მთავარი პრიზი მოიგო და ცნობილ სააგენტოსთან კონტრაქტი გააფორმა. მისი გამარჯვება მოულოდნელი იყო - მოდაში იყვნენ გამხდარი, ანდროგენური ჭაბუკები, რომელთა ფონზე დაკუნთული განდი ფიტნესინსტრუქტორს უფრო ჰგავდა. ისიც დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ შეამჩნიეს და მას მერე მისი კარიერა აღმა წავიდა.

Ratingშონ ოპრაი ჯორჯიის შტატის პატარა ქალაქ კენესოში დაიბადა და გაიზარდა. აქტიურად იყო დაკავებული სპორტით და გეგმავდა, ცხოვრება ზღვის ფაუნის შესწავლისთვის მიეძღვნა. თუმცა ბედმა სხვაგვარად განსაჯა, ოპრაის მიერ ინტერნეტში განთავსებული ფოტო ფეშენსტილისტსა და რეჟისორს მოეწონა. სწორედ მან უწინასწარმეტყველა ამ ადამიანს ბრწყინვალე მომავალი. ასე აღმოჩნდა პროვინციელი ნიუ-იორკში და რამდენიმე დღეში პირველი კონტრაქტიც გააფორმა.

გაგრძელება იქნება...

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
თაზო
ანუკ რომელი
11:08 / 20-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანუკა
ისე აქ ყველაზე მაგარი ის განდია, ეტყობა რომ ინდური აქვს რაღაც
20:52 / 19-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანუკა
ჩვენ ერთი გვყავდა ნორმალური მოდელი და ისიც ბერად წავიდა:)
20:50 / 19-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS