ბიონსე რიტმენბლუზის თამამი და სექსუალური ვარსკვლავია. მისი ვნებიანი გამოსვლები არავის ტოვებს გულგრილს. თავისი კარიერა ჯგუფ „დესტინს ჩაილდის“ სოლისტად დაიწყო, ახლა კი რა ხანია სოლომომღერალია და სცენაზე პირველობასაც ინარჩუნებს. გარდა ამისა, რამდენიმე ფილმში ითამაშა, ოჯახური ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა და ბევრ ცნობილ ბრენდთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2010 წელს მეორე ადგილი დაიკავა
მომღერალი თავის დიდი ხნის მეგობარსა და კოლეგას, რეპერ ჯეი ზის 2008 წლის 4 აპრილს გაჰყვა ცოლად. სამი წლის შემდეგ გამოაცხადა წყვილმა, რომ ბიონსე ორსულად იყო და შარშან აპრილში ქალიშვილი ბლიუ აივი გაუჩნდათ. ბიონსემ აღიარა, რომ ბავშვის დაბადებამ უფრო თავდაჯერებული და უშიშარი გახადა. კვლავ აგრძელებს სცენაზე სექსუალური სამოსის მორგებას, თუმცა ახლაღა მიხვდა, რომ იმისთვის კი არ არის შექმნილი, ყველა გააგიჟოს, არამედ - პირველ რიგში, დედობისთვის.
„მივხვდი ჩემს დანიშნულებას და მივხვდი იმას, ვინ ვარ, როცა ჩემი შვილი დავინახე. საკუთარ თავს ვუთხარი: „ოქეი, აი, რისთვის გაჩნდი“. ჩემი სხეულის დანიშნულება სრულიად სხვაგვარი გახდა“.
ჯერჯერობით არ ფიქრობს იმაზე, ვინ გახდება მისი ქალიშვილი, როცა გაიზრდება. მაგრამ სურს, რომ მას „ჰქონდეს ბევრი გატაცება და ჟინი იმისა, რომ თავის მიზნებსა და ოცნებებს მიაღწიოს“.
როგორ იპოვა ბიონსემ ბალანსი კარიერასა და ოჯახს შორის? ივნისში ტურს გეგმავს, რომელსაც მისტერ კარტერ მსოფლიო უწოდა - თავისი ქმრის ნამდვილი სახელი შონ კორი კარტერია, და თან წაიყვანს ტურში ქალიშვილს. პატარისთვის უკვე დაამზადეს საგანგებო სკამი, რომლიდანაც დედას მიადევნებს თვალს. დედა-შვილს ჯეი ზიც გაუწევს კომპანიონობას.
ჟურნალი „რეიტინგი“