19 მაისი, 2013
ბიონსე: „მე თანამედროვე ფემინისტი და ბედნიერი ცოლი ვარ“
ჩემი სხეულის დანიშნულება სრულიად სხვაგვარი გახდა. 31 წლის მომღერალმა ინტერვიუში იმაზე ისაუბრა, როგორ უნდა დაიცვას ქალმა ბალანსი სამაგალითო ცოლისა და დედის მოვალეობებსა და ფემინისტების სათაყვანებელ არსებას შორის.

ბიონსე რიტმენბლუზის თამამი და სექსუალური ვარსკვლავია. მისი ვნებიანი გამოსვლები არავის ტოვებს გულგრილს. თავისი კარიერა ჯგუფ „დესტინს ჩაილდის“ სოლისტად დაიწყო, ახლა კი რა ხანია სოლომომღერალია და სცენაზე პირველობასაც ინარჩუნებს. გარდა ამისა, რამდენიმე ფილმში ითამაშა, ოჯახური ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა და ბევრ ცნობილ ბრენდთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2010 წელს მეორე ადგილი დაიკავა
„ფორბსის“ მიერ შედგენილ ყველაზე გავლენიან ცნობილ ადამიანთა ასეულში. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსია და ყველაზე შემოსავლიან ვარსკვლავებს შორისაც ყოველთვის ლიდერთა პოზიციაზეა. ბიონსე მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელიც გახლავთ, რეკორდიც დაამყარა „გრემების“ რაოდენობით. ამ ყოველივეს შემდეგ მიიჩნევს თუ არა თავს ფემინისტად? „ეს სიტყვა შეიძლება მეტისმეტად ექსტრემალური იყოს... მაგრამ მე მგონია, რომ თანამედროვე ფემინისტი ვარ. მჯერა თანასწორუფლებიანობის. ჩვენ ამისკენ უნდა ვისწრაფოთ. ეს ჯერ არ არის დამკვიდრებული საზოგადოებაში, არადა, პირიქით უნდა იყოს. მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ იმით, რომ გავთხოვდი. ბედნიერი ქალი ვარ და მიყვარს ჩემი ქმარი“, - აღნიშნა ბიონსემ.

Ratingმომღერალი თავის დიდი ხნის მეგობარსა და კოლეგას, რეპერ ჯეი ზის 2008 წლის 4 აპრილს გაჰყვა ცოლად. სამი წლის შემდეგ გამოაცხადა წყვილმა, რომ ბიონსე ორსულად იყო და შარშან აპრილში ქალიშვილი ბლიუ აივი გაუჩნდათ. ბიონსემ აღიარა, რომ ბავშვის დაბადებამ უფრო თავდაჯერებული და უშიშარი გახადა. კვლავ აგრძელებს სცენაზე სექსუალური სამოსის მორგებას, თუმცა ახლაღა მიხვდა, რომ იმისთვის კი არ არის შექმნილი, ყველა გააგიჟოს, არამედ - პირველ რიგში, დედობისთვის.

„მივხვდი ჩემს დანიშნულებას და მივხვდი იმას, ვინ ვარ, როცა ჩემი შვილი დავინახე. საკუთარ თავს ვუთხარი: „ოქეი, აი, რისთვის გაჩნდი“. ჩემი სხეულის დანიშნულება სრულიად სხვაგვარი გახდა“.

ჯერჯერობით არ ფიქრობს იმაზე, ვინ გახდება მისი ქალიშვილი, როცა გაიზრდება. მაგრამ სურს, რომ მას „ჰქონდეს ბევრი გატაცება და ჟინი იმისა, რომ თავის მიზნებსა და ოცნებებს მიაღწიოს“.

როგორ იპოვა ბიონსემ ბალანსი კარიერასა და ოჯახს შორის? ივნისში ტურს გეგმავს, რომელსაც მისტერ კარტერ მსოფლიო უწოდა - თავისი ქმრის ნამდვილი სახელი შონ კორი კარტერია, და თან წაიყვანს ტურში ქალიშვილს. პატარისთვის უკვე დაამზადეს საგანგებო სკამი, რომლიდანაც დედას მიადევნებს თვალს. დედა-შვილს ჯეი ზიც გაუწევს კომპანიონობას.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS