19 დეკემბერი, 2013
რომელი ამერიკული ფილმის მიხედვით გადაიღეს თურქული სერიალი ''მდუმარენი''
ბრედ პიტი პროკურორს ასახიერებს, რომელიც თავის მეგობრებთან ერთად შურისძიებას აპირებს ციხეში მათზე განხორციელებული ძალადობის გამო ახლახან ერთ-ერთი ქართული არხის ეთერში ახალი თურქული სერიალი ''მდუმარენი'' დაიწყო, რომელშიც ქართველების რჩეული თურქი მსახიობი მურატ ილდიმირი მონაწილეობს. როგორც ჩანს, ეს მსახიობი იმდენად პოპულარულია ქართველ ქალბატონებს შორის, რომ სწორედ მისი მონაწილეობით ანიჭებენ უპირატესობას სერიალებს.

''მდუმარენი'' მოგვითხრობს ოთხი პატარა ბიჭის შესახებ, რომლებიც მცირედი, მაგრამ საბედისწერო შეცდომის შემდეგ ციხეში აღმოჩნდებიან, სადაც მათზე ყოველგვარ ძალადობას ახორციელებენ - აწამებენ, აუპატიურებენ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეგობრები გადაწყვეტენ,
თავიანთი გზით წავიდნენ და არასდროს გაიხსენონ ის, რაც მათ ციხეში აკავშირებდათ.

თუმცა ამ ოთხ მეგობარს კვლავ მოუწევს შეხვედრა და ეს 20 წლის შემდეგ მოხდება. ერთ დღეს ისინი იგებენ ახალ ამბავს ზეკის შესახებ, რომელიც ციხეში ხვდება მამაკაცის დაჭრის გამო. სამივე მისი მეგობარი იცნობს იმ მამაკაცს და იცის, რატომ ისროლა ზეკმა. მას ციხეში კლავენ და მისმა მეგობრებმა ზუსტად იციან, ვინ დგას ამ მკვლელობის უკან. მეგობრები გადაწყვეტენ, რომ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდნენ. წარსულში დაბრუნებისა და შურისძიების დრო დგება.

სერიალის ორიგინალური დასახელება ასეთია - ''მდუმარების თამაშები'', სხვათა შორის, ეს სრულიად ახალი სერიალია, 2012 წლის, და ''გუგლის'' მონაცემებით ამ წელს მას ყველაზე ხშირად ეძებდნენ თურქულ სერიალებს შორის. ამ მხრივ სერიალი ტოპ-ხუთეულში შევიდა.

სერიალისთვის მუსიკა სპეციალურად კომპოზიტორმა აიტეკინ ატაშმა შექმნა, თუმცა ასევე გამოყენებულია ქურთი შემსრულებლის, აჰმეტ კაიას სიმღერებიც, რომელიც, სხვათა შორის, პოლიტიკური შეხედულებების გამო თურქეთში არ უყვართ. სერიალმა 2012- 2013 წლების განმავლობაში რამდენიმე სერიოზული ჯილდო აიღო, მათ შორის, როგორც საუკეთესო თურქულმა სერიალმა.

ბევრმა მაყურებელმა შესაძლოა, არ იცის, რომ სერიალი დაფუძნებულია საკმაოდ საინტერესო ამერიკულ ფილმზე ''მძინარენი'', სადაც ჰოლივუდის ნამდვილმა ვარსკვლავურმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, მათ შორის, ბრედ პიტმა, კევინ ბეიკონმა, რობერტ დე ნირომ და დასტინ ჰოფმანმა.

პოლიტიკური დრამის ოსტატმა ბარი ლევინსონმა ფილმი, როგორც თავად ამბობს, რეალურ მოვლენებზე გადაიღო, თუმცა 1996 წელს ეკრანებზე მისი გამოჩენის შემდეგ ამერიკის სასჯელაღსრულების სისტემაში განაცხადეს, რომ მსგავსი რამ ციხეში არასდროს მომხდარა.
ბრედ პიტი პროკურორს ასახიერებს, რომელიც თავის მეგობრებთან ერთად შურისძიებას აპირებს ციხეში მათზე განხორციელებული ძალადობის გამო.

აქაც ოთხი მეგობრის ამბავია, რომლებიც ბავშვური შეცდომის შედეგად ციხეში სასტიკი ზედამხედველის ხელში აღმოჩნდებიან. თუმცა, რასაკვირველია, ''მძინარენის'' მხატვრული ღირებულება თურქულ სერიალზე ბევრად მაღალია. ფილმი საკმაოდ მძიმე სანახავია ნატურალისტური სცენების გამო. კევინ ბეიკონი კი ბრწყინვალედ ასახიერებს არამზადას, რომელიც თავისი სასტიკი ქმედებების გამო უნდა დაისაჯოს...

ფილმი ბარი ლევინსონმა ლორენცო კარკატერას ნოველის მიხედვით გადაიღო. სხვათა შორის, ლორენცო, ანუ ''შეიკს'' კარკატერა ამ ამბის ერთ-ერთი მთავარი გმირიცაა. ფილმის მუსიკა ცნობილმა კომპოზიტორმა ჯონ ვილიამსმა შექმნა, რისთვისაც ''ოსკარზეც'' გახლდათ ნომინირებული.

კრიტიკოსების მხრიდან საკმაოდ შერეული შეფასებები მიიღო, პოზიტიურიც და ნეგატიურიც, თუმცა საბოლოო ჯამში, ''მძინარენი'' საკმაოდ ცნობილი ფილმია კინოსამყაროში და მათ, ვინც თურქული სერიალის შინაარსმა დააინტერესა, ამ ფილმის ნახვას აუცილებლად გირჩევთ.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
თიკო
რუსკა ისე ამბობ აჰუ რომ არავის არ რჩებაო თIთქოს გიხაროდეს, ეჯევითი 4 სერიალიდან მანდამაინც აქ რატომ მოკლეს ვერ ვხვდები, მაგრამ მაინც საბოლოოდ მაინც ძაან მაგარი სერიალია
13:39 / 05-01-2014
გამოხმაურება / 0 /
თიკო
ნინი სარი არ კვდება ხოლო ეჯევითს რაც შეეხება კი, ძალიან მაგარი სერიალია მაგრამ დამთავრება ძელიან ცუდი იყო, ჩემი აზრით ეგრე არ უნდა დამთავრებულიყო
13:32 / 05-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკალაპაპა
ამ სერიალის ორიგინალი დამილინკეთ რა
00:00 / 02-01-2014
გამოხმაურება / 0 /
nini
gtxov vinmem mitxarit sari martla mokvda?? ejevitic kvdeba??
21:32 / 27-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
ძალიან კარგი სერიალია, მძიმე სანახავია, მაგრამ ღირს ყურება. ვითომ არასერიალებო :))))))) ნახეთ მორიგი სერიალი და არ გაგიტყდებათ თქვათ, რომ "მდუმარენი" ნანახი გაქვთ.არაა გაბანძებული, მართლა მაგარია ;) :)))) :))))
06:03 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS